სალომე სამადაშვილი-მხოლოდ სააკაშვილის და გვარამიას პრობლემის მოგვარება არ იქნება კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი. არჩევანი ის კი არაა, მიშა თუ ბიძინა, როგორც პროპაგანდა გატყუებთ, არა-არჩევანია-ევროპული სახელმწიფო ან ფეოდალური ოლიგარქია.

Read Time:1 Minute, 34 Second

“ოცნების” მოგონილი 4 მითი ევროკავშირზე – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “ლელოს” პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამაშვილი წერილს ავრცელებს

“მითი 1-ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო სანქცირებულია შვეიცარული ბანკის მიერ.

რეალობა – ივანიშვილი არაა სანქცირებული – მას აქვს კერძო დავა ბანკთან, რომელიც მრავალი წლის წინ დაიწყო-ედავება, რომ მეტი ფული უნდა ეშოვნა მათთან დაბანდების შედეგად და თაღლითმა თანამშრომელმა მოატყუა. ბანკი არ ეთანხმება და არ უხდის მოთხოვნილ თანხას. ამ დავას არაფერი საერთო არა აქვს არც სანქციებთან და არც ბიძინას როლთან ქართულ პოლიტიკაში. ის, რომ ეს დავა აიყვანეს სახელმწიფო რანგში, ადასტურებს სწორედ იმას, რომ ქვეყანას მართავს ოლიგარქი ივანიშვილი და მიტაცებული აქვს ქართული სახელმწიფო.

მითი 2 – უკვე დე-ფაქტო სანქცირებულ ბიძინას, ახლა ევროპარლამენტი ემუქრება ფორმალური სანქციებით იმ მიზნით, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში.

რეალობა – ივანიშვილს ევროკავშირი ეუბნება, რომ შეწყვიტოს ქვეყნის მართვა, როგორც არაფორმალურმა მმართველმა და სახელმწიფოს მიტაცება, მაგალითად შვეიცარულ ბანკთან კერძო დავის მოსაგვარებლად. ის ჯერ არაა სანქცირებული და მისთვის სანქციების დაწესებას ევროპარლამენტი ითხოვს სწორედ ამ მიზნით. ჩრდილოვანი მაფიოზური მმართველობის ქვეყანას ვერ მივიღებთ ევროკავშირში-ეს თქვა ევროპამ. ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნებას არავინ ითხოვს, დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას.

მითი 3 – ბიძინას სანქციებით ემუქრებიან იმისთვის, რომ გახსნას მეორე ფრონტი რუსების წინააღმდეგ.

რეალობა – რაც ყველაზე მეტად დააზიანებს დასავლეთს დღეს, არის მეორე ფრონტი საქართველოში-მოშლილი სატრანზიტო გზები, ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამატებითი გამოწვევები. არავის არ სჭირდება მეორე ფრონტი საქართველოში, ბიძინას მოგონილი ტყუილია, რომ დაგაშინოთ ომით და გააგრძელოს თქვენს ხარჯზე, საკუთარი მილიარდების დაცვა, სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით.

მითი 4 – ევროკავშირი გვეუბნება, რომ სააკაშვილს თუ არ გაუშვებთ, არ მოგცემთ კანდიდატობას.

რეალობა – ევროკავშირი გეუბნება, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. სააკაშვილის საქმე, ისევე, როგორც გვარამიას საქმე-არის მაგალითი იმის, რომ ქვეყანას არ გააჩნია დამოუკიდებელი სასამართლო. მხოლოდ სააკაშვილის და გვარამიას პრობლემის მოგვარება არ იქნება კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი.
არჩევანი ის კი არაა, მიშა თუ ბიძინა, როგორც პროპაგანდა გატყუებთ, არა-არჩევანია-ევროპული სახელმწიფო ან ფეოდალური ოლიგარქია.
სახელმწიფო რას ნიშნავს, გიწერია ევროკავშირის 12 მოთხოვნაში. არ შეასრულებ ამ მოთხოვნებს და დარჩები ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის და რუსების მონობაში. ფეოდალურ წყობაში ყმობას თუ ვირჩევთ, ძალით არავინ გაგვათავისუფლებს.” – წერს სალომე სამადაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან იოსელიანი: ევროპაში პრეზიდენტები ციხეში არ სხედან
Next post სტოლტენბერგი უკრაინაში ომზე: მზად უნდა ვიყოთ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის – ეს შეიძლება გაგრძელდეს მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში