ლევან იოსელიანი: ევროპაში პრეზიდენტები ციხეში არ სხედან

Read Time:54 Second

ევროპაში პრეზიდენტები ციხეში არ სხედან. იქაც არიან პასუხისგებაში მიცემული პრეზიდენტები, მაგრამ მათ მიმართ გამოყენებულია არასაპატიმრო ღონისძიება – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა  „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ევროპარლამენტის რეზოლუცია, ნამდვილად ყურადსაღები და მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეზოლუციას იურიდიული ძალა არ აქვს, კონკრეტული საკითხებისადმი ევროპული ქვეყნების დამოკიდებულება აჩვენა. ეს არის ის ხედვა, რაც ევროკავშირის ძირითად ქვეყნებს აქვთ. მათ არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ თუ საქართველოს უნდა გახდეს ჩვენი წევრი, საქართველომ უნდა მიიღოს ის თამაშის წესები, რაც ჩვენ სივრცეშია. თავის წესებით საქართველო ევროკავშირში ვერ შევა.

მიხეილ სააკაშვილმა შეძლო ის, რომ თავისი საკითხი დაუკავშირა ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, მისი მეგობრების, ლობისტების ჩართულობით. ფაქტია, რომ მიღებულია რეზოლუცია, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა არის მათი პირობა. ამ რეზოლუციის მხარდაჭერა საკმაოდ დიდია, მას მხარს 577 ადამიანი უჭერს, ეს არის პრაქტიკულად, ერთსულოვნად ჩამოყალიბებული ხედვა.

ევროპული პერსპექტივით რომ შევხედოთ, სააკაშვილის ციხეში ყოფნა სხვანაირად ჩანს. მიუხედავად იმისა, არ ვთვლი, რომ ის უსამართლოდ ზის ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალით არავის ჩამოუყვანია, ყველაფერი რაც მის თავს ხდება, მისი ბრალია, მაგრამ ევროპაში პრეზიდენტები ციხეში არ სხედან. იქაც არიან პასუხისგებაში მიცემული პრეზიდენტები, მაგრამ მათ მიმართ გამოყენებულია არასაპატიმრო ღონისძიება“, – განაცხადა იოსელიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩიბურდანიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: სად გაქრა ღირებულებებით სავსე ევროპა, რომელზეც ჩემი თაობა ასე ოცნებობდა და რომლისთვისაც სისხლიც კი დავღვარეთ?
Next post სალომე სამადაშვილი-მხოლოდ სააკაშვილის და გვარამიას პრობლემის მოგვარება არ იქნება კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი. არჩევანი ის კი არაა, მიშა თუ ბიძინა, როგორც პროპაგანდა გატყუებთ, არა-არჩევანია-ევროპული სახელმწიფო ან ფეოდალური ოლიგარქია.