სტოლტენბერგი უკრაინაში ომზე: მზად უნდა ვიყოთ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის – ეს შეიძლება გაგრძელდეს მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში

Read Time:46 Second

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თითქმის ერთი წლის წინ, უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოულოდნელი არ იყო.

„[24 თებერვალს] დასაძინებლად წავედი, თუმცა ეს ძალიან მოკლე ღამე იყო, რადგან ვიცოდი, რომ რაღაც ეტაპზე, რამდენიმე საათში, ვინმე გამაღვიძებდა და ეს იყო ზუსტად ის, რაც მოხდა. [დილის] დაახლოებით ოთხ საათზე ჩემი აპარატის უფროსმა დამირეკა და მითხრა, რომ [რუსებმა] დაიწყეს, ანუ [უკრაინაში] შეჭრა დაიწყო. ეს მოულოდნელი არ იყო, რადგან ვიცოდით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა AFP-სთან ინტერვიუში.

„შეიძლება შოკირებული იყო ომის სისასტიკით, თუმცა მოულოდნელი არ არის, რადგან ეს ნამდვილად იყო ის, რისი პროგნოზიც შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე გაკეთდა“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინს სურს განსხვავებული ევროპა, სურს ევროპა, სადაც მას შეუძლია გააკონტროლოს მეზობლები, სადაც მას შეუძლია გადაწყვიტოს, რისი გაკეთება შეუძლიათ სხვა ქვეყნებს.

„მზად უნდა ვიყოთ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. ეს შეიძლება გაგრძელდეს მრავალი, მრავალი, მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში“, – განაცხადა მან.

სტოლტენბერგმა თავი შეიკავა პროგნოზისგან, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის, რადგან ცვლილება შეიძლება მოულოდნელად დადგეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე სამადაშვილი-მხოლოდ სააკაშვილის და გვარამიას პრობლემის მოგვარება არ იქნება კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი. არჩევანი ის კი არაა, მიშა თუ ბიძინა, როგორც პროპაგანდა გატყუებთ, არა-არჩევანია-ევროპული სახელმწიფო ან ფეოდალური ოლიგარქია.
Next post შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა საქართველოს და მნიშვნელოვანია, რომ ეს შეცდომა გამოსწორდეს