საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება Maple Arch 2021 დასრულდა
საქართველომ წელს პირველად უმასპინძლა სამეთაურო-საშტაბო სწავლებას Maple Arch 2021.
საერთაშორისო სწავლების წარმატებით დასრულება მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ- მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის პროცესში, მრავალეროვნული სწავლებების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მან მადლობა გადაუხადა სწავლების ყველა ორგანიზატორს, განსაკუთრებით კანადის თავდაცვის სამინისტროს, რომლის მენტორობითაც ჩატარდა აღნიშნული სწავლება.
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ორკვირიანი სწავლების დასკვნით ნაწილს კანადელი და სხვა მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, მაღალი რანგის სამხედრო პირები დაესწრნენ. მათ წვრთნების სხვადასხვა ლოკაცია მოინახულეს და სწავლების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მონაწილეებისგან მიიღეს.
სწავლების მიზანი მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა, პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავება, დაგეგმარებისა და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების პროცესში ნატო-ს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება, ეფექტიანად მოქმედებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა იყო.
საერთაშორისო სწავლება კანადის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორატის მენტორობით მიმდინარეობდა და მას ქართული მხრიდან თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობდა.
MAPLE ARCH 21-ში კანადელ ინსტრუქტორებთან ერთად ქართველი ინსტრუქტორებიც იყვნენ ჩართული. სწავლებაში კანადელი, ქართველი, ლიეტუველი, უკრაინელი, პოლონელი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. MAPLE ARCH ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლებაა, რომელსაც როტაციის პრინციპით სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის ძალები აღნიშნულ წვრთნებში პირველად ბატალიონის დონის შტაბით 2018 წელს ჩაერთო.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ირაკლი ჩიქოვანი: თავდაცვის სამინისტროს აქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობა იზრდება
ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ვართ ისტორიულ პიკში“, - აღნიშნულის შესახებ მედიასთან ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. „მან ყურადღება გაამახვილა საქართველოსა...
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დავით ხიდაშელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობასთან დაკავშირებით,...
ირაკლი ჩიქოვანი – სახელწოდებები, რომელსაც ვიყენებთ კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებების მიმართ არის პირობითი, ვინაიდან არ არსებობს არც „ლელო“ , არც „გირჩი“- ეს არის ერთი მთლიანი „ნაციონალური მოძრაობა“
„ის რასაც „ლელო“ იძახის დღეს, რომ ვიღაცას გააგდებს სახელმწიფოდან, ვიღაც სადღაც აღმოჩნდება, პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ მათ ზუსტად ისეთივე მმართველობის...
ირაკლი ჩიქოვანი – თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას
საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში საერთაშორისო...
თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია „პირველი“ აგრძელებს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომლის მიზანია თავდაცვის ძალების, სახელმწიფო სტრუქტურების და უწყების წარმატებული რეფორმების დისკრედიტაცია, რაც...
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი რეფორმები ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად ნიშნავს სვლას საერთო მიზნისკენ: ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო ძლიერი და უსაფრთხო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას ოპონენტების უსაფუძვლო კრიტიკას გამოეხმაურა, თითქოს თავდაცვის ძალები არ მონაწილეობს საერთაშორისო...