საბავშვო ბაღების მენიუში მჭადი ღომით ჩაანაცვლეს

Read Time:26 Second

ბაგა-ბაღების მენიუში ცვლილებაა. ბაღების მართვის სააგენტოს ინფრომაციით, მჭადი ღომით ჩანაცვლდა. ინფორმაციას mshobeli.ge-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მჭადი ბაღებიდან მოსული მოთხოვნის საფუძველზე მენიუდან ამოიღეს.

„თავად ბაღებმა მოითხოვეს მჭადის ამოღება, იმ მოტივით, რომ ბავშვები არ ჭამდნენ. ვინაიდან მარცვლეულის მომწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულებაა გაფორმებული, სხვა პროდუქტით ჩანაცვლება ვერ მოხდებოდა, ამიტომ ზოგან ღომი დაემატა მენიუს, ზოგან კი სიმინდის ფაფა“, – აცხადებენ სააგენტოში.

„ვერასდროს ვერ მოხდება ყველას მოსაწონი გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ უკმაყოფილო ყოველთვის იქნება ვიღაც. სამჯერ მეტი კვება იყო და უკმაყოფილოები იყვნენ, საჭმელი იყრებაო, მენიუ შემცირდა და ამითაც უკმაყოფილოები არიან“, – განმარტავენ სააგენტოში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სასწაული 12 ლარად
Next post შეწყალების კომისიის წევრი შესაძლოა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენელიც გახდეს