რუსეთში „მართლმადიდებლური“ სმარტფონი გამოუშვეს

Read Time:20 Second

სმარტფონების რუსულმა მწარმოებელმა Caviar-მა „მეფე-ტელეფონი“ გამოუშვა. მობილური ტელეფონის მოდელი „ოქროს ვლადიმირი“, რუსეთში ქრისტიანობის გამავრცელებელ მეფე ვლადიმირს ეძღვნება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, სმარტფონის კორპუსი ოქროთია დაფარული. ზედაპირზე კი რუსული ორნამენტების ფონზე მართლმადიდებლური ჯვარია ამოტვიფრული.

„ოქროს ვლადიმირის“ ღირებულება დაახლოებით 4,492 ლარია (279,000 რუბლი).

Caviar-მა ამავე სერიის მეორე სმარტფონიც წარადგინა, რომელიც შავ ფერშია გადაწყვეტილი და გარეკანის დიზაინი ოქროს მაგიერ შავი ტყავით არის შეცვლილი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თსუ-ს დაარსებიდან 101 წელი გავიდა
Next post კვლევა: ქალის ტვინი კაცისაზე 3 წლით ახალგაზრდაა