„რიყის დოქები“ 10.02 მილიონ ლარად გაიყიდა

Read Time:29 Second

რიყის დოქები, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაყიდად რამდენჯერმე გაიტანა, მეშვიდე მცდელობაზე 10 020 000 ლარად გაიყიდა.

თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გატანილი, ხოლო ყოველ მომდევნო აუქციონზე, მისი ფასი მცირდებოდა. საბოლოო ჯამში კი 10 მლნ ლარამდე შემცირდა.

ობიექტის მფლობელი „გლობალ ვიქტორი თრასთი“ გახდა. რიყის დოქები 14 591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას მოიცავს.

ინვესტორი ვალდებულია, სამი წლის განმავლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს და ღვინის, ციფრული ხელოვნების, ტექნოლოგიების მუზეუმების და საგამოფენო სივრცეები შექმნას. ინვესტორს ობიექტისთვის პროფილის 10 წლის განმავლობაში შენარჩუნება მოუწევს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აშშ-ის საელჩო: ამერიკელები და ქართველები შექმნილი არიან ხანგრძლივი მეგობრობისთვის. ჩვენ ველით ამ თანამშრომლობის მომდევნო ათწლეულებს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული მისწრაფებების მხარდაჭერას