აშშ-ის საელჩო: ამერიკელები და ქართველები შექმნილი არიან ხანგრძლივი მეგობრობისთვის. ჩვენ ველით ამ თანამშრომლობის მომდევნო ათწლეულებს

Read Time:44 Second

აშშ-ის საელჩო აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც Facebook-ზე გამოქვეყნდა.

„ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს ჩვენი ძლიერი თანამშრომლობით, იქნება ეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება – გაძლიერება, ბიზნესებთან და მეწარმეებთან მუშაობით საქართველოს ეკონომიკის გაზრდა – გამრავალფეროვნება, თუ საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის განმტკიცება, რამაც ქვეყანა ტერიტორიების უკეთ დასაცავად მოამზადა.

აშშ – საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის გამოხატულება მთელ საქართველოში გვხვდება. ამ თანამშრომლობის ნიშანია 100 სკოლა, რომელიც ჩვენ ერთად ავაშენეთ „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ მეშვეობით. ეს პარტნიორობა აღბეჭდილია ათასობით ამერიკელისა და ქართველი სამხედროს გულში, რომლებმაც ერთად ისწავლეს და იმსახურეს ნატოს სხვადასხვა საომარი მოქმედებების თეატრში. ამ მეგობრობას ჩვენ ვხედავთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალებში, რომლებმაც ერთად იმუშავეს C ჰეპატიტის დასამარცხებლად და რომლებიც კვლავ ებრძვიან COVID-ს. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით გამოხატულია აშშ-ის გაცვლითი პროგრამების 6 ათასზე მეტი მონაწილის წარმატებაში, რომლებიც საქართველოში დაბრუნდნენ, რათა ქვეყნის გაუმჯობესებაში შეიტანონ წვლილი. ამერიკელები და ქართველები შექმნილი არიან ხანგრძლივი მეგობრობისთვის. ჩვენ ველით ამ თანამშრომლობის მომდევნო ათწლეულებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი-სამართალი ურმით, მაგრამ საბოლოოდ აუცილებლად მოდის
Next post „რიყის დოქები“ 10.02 მილიონ ლარად გაიყიდა