რა შემთხვევაში უნდა გადავიყვანოთ ბავშვები სტაციონარში “ომიკრონის” დროს?

Read Time:52 Second

„ომიკრონი“ გაცილებით ნაკლებად მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში. შესაბამისად, ბავშვების უმრავლესობა უნდა დარჩეს ბინაზე, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის დროს 100 ინფიცირებულიდან სამი საჭიროებდა საავადმყოფოში გადაყვანას. კორონავირუსის ომიკრონის დროს კი ეს მაჩვენებელი 0,9-ს შეადგენს.

„ომიკრონს“ გაცილებით ნაკლებად მძიმე მიმდინარეობა აქვს ბავშვებში. შესაბამისად, ბავშვების უმრავლესობა უნდა დარჩეს ბინაზე. ასეთ დროს მშობლებისთვის საყურადღებოა ტემპერატურის მატება – 38,5 გრადუსი და მეტი, რაც სიცხის დამწევის მიცემის აუცილებლობას განაპირობებს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, მშობლებმა საავადმყოფოს უნდა მიმართონ თუ ბავშვს ტემპერატურა სამი და მეტი დღის განმავლობაში აღენიშნება. სხვა შემთხვევაში მათ შეუძლიათ ბავშვს სიცხის დამწევი საშუალებები დაალევინონ.

„ასე, რომ დააკვირდით ბავშვს. მიეცით სიცხის დამწევი საშუალება და დაიცავით 6-საათიანი ინტერვალი. მეორე საყურადღებო ნიშანი, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, ეს არის სუნთქვის გახშირება. ძალიან ხშირი და უჩვეულოდ ხმაურიანი სუნთქვა შეიძლება ასევე გახდეს მინიმუმ ექიმის კონსულტაციის მიზეზი და შემდეგ ექიმმა გადაწყვიტოს, არის თუ არა აქ ფილტვების დაზიანება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ომიკრონი „დელტასგან“ განსხვავებით, ფილტვების დაზიანებით ნაკლებად მიმდინარეობს. მას არ ახასიათებს იმ სიხშირის ფილტვების ანთება, რაც „დელტას“ შემთხვევაში იყო“, – განაცხადა ჩხაიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით თორდია-მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ქვეყნის ასარევად ჩამოვიდა, მოახდინოს რევოლუცია და ქართველების სისხლი დაღვაროს
Next post ზურაბ ქადაგიძე „ნაცმოძრაობას“: მიშას სასამართლოები და ჟორიკას აქციები გეყოფათ, ხოლო გაზაფხულიდან ბაჩო ახალაია შემოგიერთდებათ და იმას „ჰუმანური“ მარშები ჩაატარებინეთ