რა თანხით დაჯარიმდებიან პოლიეთილენის პარკების წარმოება, რეალიზაცია იმპორტისთვის

Read Time:34 Second

დღეიდან, პირველი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკების გამოყენება, იმპორტი და წარმოება იკრძალება.

დამრღვევი მეწარმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 500 ლარითა და შესაბამისი პროდუქტის კონფისკაციით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში კი 1 000 ლარით, ამ შემთხვევაშიც, შესაბამისი პროდუქტის კონფისკაციით.

რეგლამენტით საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალა:

  • ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია;
  • პირველი ოქტომბრიდან — 15 მიკრონზე (0,015 მმ) ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება/იმპორტი/ რეალიზაცია;
  • 2019 წლის პირველი აპრილიდან — ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

პლასტიკის პარკზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:

  1. პლასტიკის პარკის მწარმოებელი;
  2. პლასტიკის პარკის სისქე;
  3. პლასტიკის პარკის შემადგენლობა.

ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:

  1. წარწერა — ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი;
  2. ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკის მწარმოებელი;
  3. ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკის შემადგენლობა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კალაძე: მე პატივს ვცემ ზაზა სარალიძის შვილისა და ჩემი გარდაცვლილი ძმის ხსოვნას
Next post სიყვარულის ცეცხლი-გოდერძი ჩოხელი 64 წლის გახდებოდა