სიყვარულის ცეცხლი-გოდერძი ჩოხელი 64 წლის გახდებოდა
დღეს გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა. სამშობლოზე და ხალხზე შეყვაებული მწერალი, პოეტი და რეჟისორი 64 წლის გახდებოდა.
ჩვენ პატივს მივაგებთ მის ხსოვნას და ქედს ვიხრით გოდერძი ჩოხელის წინაშე.
„სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი, მერე, აბა, რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა…”
1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა მწერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი გოდერძი ჩოხელი, კაცი, რომლის გულისცემა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე სამშობლოს მაჯისცემასთან ერთად ფეთქავდა. მისი ყოველი წუთი, ყოველი წამი სიყვარულით იყო გამსჭვალული.
გოდერძი ჩოხელი “სულეთის ქვეყანაში” გადავიდა, მაგრამ მისი შემოქმედება ოდნავადაც არ კარგავს აქტუალურობას. პირიქით, მის მიერ დატოვებული ნაწარმოებები თუ ფილმები თანდათან უფრო დასაფასებელი ხდება. გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი სწორედ ისე დარჩა, როგორც თავად წერდა ლექსში:
მე კი დავრჩები ქვეყანას
ჭრელ-ჭრული ყვავილივითა,
თავ-თმაზე შემოსაწნავად,
ნეფიონთ გვირგვინივითა,
სიკვდილ-სიცოცხლის შემკვრელად
ოქროს საამო მძივითა,
დავრჩები გასახსენებლად
ლამაზი სიკვდილივითა.
ბოლო ნამუშევარია ფილმი „სიყვარულის ცეცხლი”.
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა 2007 წელს, დასაფლავებულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში.
„სიყვარულის ცეცხლი“
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ოსკარის“ 2024 წლის გამარჯვებულები დასახელდნენ
2024 წლის ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია. ღონისძიების ტრიუმფატორი კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“ გახდა, რომელმაც 7 ჯილდო, მათ შორის საუკეთესო ფილმის,...
ანსამბლი „ერისიონი” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
„გარდაიცვალა „ერისიონის“ ყოფილი მსახიობ-მომღერალი ჯემალ მუსერიძე. სამწუხარო ინფორმაცია ანსამბლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „გარდაიცვალა „ერისიონის“ ყოფილი მსახიობ-მომღერალი ბატონი ჯემალ მუსერიძე, რომელიც...
„დღეგრძელობა ლეგენდას“ – ელდარ შენგელაია იუბილარია: ლეგენდარულ რეჟისორს დაბადების დღეს შვილიშვილი ულოცავს
ელდარ შენგელაია იუბილარია. ცნობილ რეჟისორს იუბილეს შვილიშვილი, ნატალია ჯუღელი, სოციალურ ქსელში ულოცავს და ბაბუის ბავშვობის ფოტოს გვიზიარებს. ელდარ შენგელაია 1933...
დათო მაღრაძე: ნიკა წულუკიძის სპექტაკლი – „ქართული თეატრის ამბავი“ არის ჩვენი გადარჩენის ამბავი. ამ სპექტაკლით მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ქართული საზოგადოება გადარჩა
ერთსაათიანი ტელევერსიით მოწოდებული ნიკა წულუკიძის სპექტაკლი - „ქართული თეატრის ამბავი“ არის ჩვენი გადარჩენის ამბავი, - აცხადებს დათო მაღრაძე. „თქვენს წინაშეა...
გოგა პიპინაშვილი საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი“ დააჯილდოვა
2024 წლის 14 იანვარს, საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ქართული თეატრის დღე მწერალთა სახლში აღნიშნა. შეკრებილი საზოგადოების მსჯელობის მთავარ საგანს წარმოადგენდა ჟურნალი...
ელისო ბოლქვაძის მხარდაჭერით, ქართველი პიანისტები ბუდაპეშტის საკონცერტო სეზონებში მიიღებენ მონაწილეობას
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, 2023 წლის მარტში, ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის ცნობილი საკონცერტო ორგანიზაციის-უნგრეთის ფილარმონიის დირექტორატს შეხვდა. მხარეებს შორის...