რატი იონათამიშვილი განმარტავს, რა საკითხებს არეგულირებს მნიშვნელოვნად “შშმ პირთა უფლებების შესახებ” ახალი კანონი

Read Time:1 Minute, 40 Second

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით (85 ხმით 0-ის წინააღმდეგ) დაამტკიცა ახალი კანონი “შშმ პირთა უფლებების შესახებ”.

 ეს კანონი მნიშვნელოვნად აძლიერებს: ⤵️

? შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;

? შშმ პირთა წარმომადგენელ ორგანიზაციებს;

? შშმ ქალთა უფლებებს და მისაწვდომობას ჯანდაცვის სერვისებზე;

? შშმ ბავშვებს და მათ ოჯახებს;

? ქმნის სოციალური დაცვის და დამოუკიდებელი ცხოვრების გარანტიებს;

? ასრულებს დისკუსიას CRPD-ის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული მექანიზმის შექმნის საკითხზე, წლის ბოლომდე შეიქმნება შესაბამისი კომიტეტი, რომელსაც უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

? სახელმწიფო იღებს ვალდებულებას დანერგოს სოციალური მოდელი და შეცვალოს შშმ პირის სტატუსის დამდგენი პროცედურები, რომელიც დაეფუძნება საჭიროებებს და შესაძლებლობებს, ნოზოლოგიების ნაცვლად;

? განისაზღვრება სახელისუფლებო შტოებისა და ორგანოების კომპეტენციები და ვალდებულებები, მათ შორის, ეროვნული სამოქმედო გეგმების და სტრატეგიების შემუშავების დონეზე, რაც, მათ შორის, ნიშნავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასრულებას;

? აწესრიგებს ცხოვრების ადეკვატური პირობების შექმნისა და სათემო სერვისების განვითარების ვალდებულებებს;

? იცავს შშმ პირებს პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციისგან;

? გონივრული მისადაგების პრინციპებზე უარის თქმა, ასევე, მიიჩნევა დისკრიმინაციად;

? სახელმწიფო აღიარებს ჟესტურ ენას და იღებს მისი განვითარებისა და პოპულარიზაციის ვალდებულებას;

? განიმარტება და/ან ნორმად განისაზღვრება: “მისაწვდომი გარემო”, “უნივერსალური დიზაინი”, “გონივრული მისადაგების პრინციპი”, “დამოუკიდებელი ცხოვრება”, “ბიოფსიქოსოციალური მოდელი”, “კომუნიკაცია”, შშმ პირთა ორგანიზაცია, “შეზღუდული შესაძლებლობა” და “შშმ პირი”;

? იქმნება ახალი სერვისი – პერსონალური ასისტენტის მომსახურება. ეს სერვისი, ხელს შეუწყობს შშმ პირების დამოუკიდებელ ცხოვრებას და უზრუნველყოფს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ვალდებულებათა გადანაწილებას;

? შეიქმნება სპეციალური მოსარჩელის ინსტიტუტი, რაც ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების ადვოკატირების პროცესს, დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებას;

? პარალიმპიური მოძრაობის და კომიტეტის სტატუსი უთანაბრდება ოლიმპიური მოძრაობის და კომიტეტის სტატუსს;

? სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების, ექსპლუატაციის, ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობისაგან დაცვას და წვდომას ფიზიკური, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და სოციალური რეინტეგრაციის პროგრამებზე;

? იზრდება საპარლამენტო ზედამხედველობის როლი. კერძოდ, მთავრობას უჩნდება ვალდებულება წელიწადში ერთხელ პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში შშმ პირების უფლებრივ მდგომარეობაზე.

?? ეს კანონი იძლევა ფუნდამენტური რეფორმების დაწყების არა მხოლოდ შესაძლებლობებს, არამედ გარანტიებს, შეიცავს აღსრულებისა, თუ მონიტორინგის რეალურ და ეფექტურ ინსტრუმენტებს, ახალ დონეზე აყავს შშმ პირთა ადვოკატირების მექანიმები და მისი განხორციელება, როგორც აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული (პრეზიდენტ ჯორჯ ჰ. უ. ბუშის ციტატა), ურუნველყოფს რომ: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნებისმიერი კაცი, ქალი თუ ბავშვი ახლა თავისუფლად შეაღებს თანასწორი, დამოუკიდებელი და თავისუფალი მომავლისკენ მიმავალ კარს, რომელიც აქამდე დახურული იყო”- განმარტავს რატი იონათამიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი რამიშვილი: „ჩემი კომპანიის სახელით მინდა ვთქვა, რომ კონსესუსამდე მივედით“
Next post არჩილ თალაკვაძე გიგი წერეთელს: ბიუროს ყველა სხდომაზე წერილი შემოგაქვთ, თითქოს სხდომას არ ესწრებით და შემდეგ სხდომებს ესწრებით