რატი იონათამიშვილი: ბათუმის მერიას „პატრიოტების“ ერთი ბანერი უკვე მოხსნილი ჰქონდა და მეორეს ხსნიდა, სადაც სხვა სუპერპოპულისტ პარტიებს „ლელომ“ მიასწრო, გვერდითა ბოძზე აძვრა და ნიუსები გაავრცელა, ჩვენ მოვხსენითო

Read Time:42 Second

„ლელოც“ გადაპოპულისტდა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ბათუმის მერიას „პატრიოტების“ ერთი ბანერი უკვე მოხსნილი ჰქონდა და მეორეს ხსნიდა, სადაც სხვა სუპერპოპულისტ პარტიებს „ლელომ“ მიასწრო, გვერდითა ბოძზე აძვრა და ნიუსები გაავრცელა, – ჩვენ მოვხსენითო.

​არადა, მდინარაძემ წინასწარ თქვა, მერია კი ხსნის, მაგრამ ესენი მაინც გარბიან და საინტერესოა, რომელი მიასწრებსო.

თავად ფაქტს რაც შეეხება, ძალიან მძიმე საყურებელი იყო ჩემთვის და ეს ჩვეულებრივი საბოტაჟია ეგრეთწოდებული პატრიოტრა ალიანსის მხრიდან“, – წერს რატი იონათამიშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად იყო მონიშნული და ეწერა: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო“- წერს დეპუტატი Facebook-ზე.

„პატრიოტთა ალიანსმა“ გონიოსა და სარფში საარჩევნო ბანერები გააკრა, სადაც საქართველოს რუკაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად, აჭარაც წითლად არის აღნიშნული. ბანერზე აწერია: „დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო“. ბათუმის მერიამ „პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერები ჩამოხსნა და სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: ბათუმი არის ქვეყნის კარიბჭე
Next post მამა შალვა: ეკლესიას აქვს თავისი კანონიკური წესები, რომელსაც ვერ გადაუხვევს