მამა შალვა: ეკლესიას აქვს თავისი კანონიკური წესები, რომელსაც ვერ გადაუხვევს

Read Time:40 Second

ძალიან მძიმეა, რაც მოხდა და ვფიქრობ, ეკლესიას აქვს თავისი კნონიკური წესები, რომელსაც ვერ გადაუხვევს, არა იმიტომ, რომ ადამიანი არ უყვარს, პირიქით, ადამიაზე ზრუნავს და ფიქრობს ეკლესია- ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ თერჯოლაში 11 წლის თვითმკლელობისა და მისთვის წესის აგების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, არის რაღაცები, რაშიც სასულიერო პირები შეზღუდულები არიან.

„თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცით ადამინის სულზე მზრუნველობაზე უარს ვამბობთ. უწმინდესს ბევრჯერ გადაუწყვეტია მსგავსი შემთხვევები და ალბათ, ახლაც გადაწყვეტს“- აღნიშნა მამა შალვამ.

მანამდე თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტმა გიორგიმ განაცხადა, რომ თუ 11 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა, მას ეკლესია წესს არ აუგებს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2009 წელს დაბადებული ა.ა. გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით გარდაცვლილის მამა – 1971 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს. მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი: ბათუმის მერიას „პატრიოტების“ ერთი ბანერი უკვე მოხსნილი ჰქონდა და მეორეს ხსნიდა, სადაც სხვა სუპერპოპულისტ პარტიებს „ლელომ“ მიასწრო, გვერდითა ბოძზე აძვრა და ნიუსები გაავრცელა, ჩვენ მოვხსენითო
Next post გიორგი ცუცქირიძე: უკრაინის “საინვესტიციო იმედად” შერაცხული ვაშალომიძის ვიზიტი და სააკაშვილი უკრაინიდან წამოსვლის დაანონსება, უკრაინაში საინვესტიციო ჩავარდნის თავის დაღწევის მორიგ მცდელობას ხომ არ უკავშირდება?