რატი ბრეგაძე: „ჩვენ ვისაუბრეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობებზე“

Read Time:45 Second

„ჩვენ ვისაუბრეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობებზე“, – ასე შეაფასა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოში  გამართული შეხვედრა. რატი ბრეგაძე მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას და აზერბაიჯან-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ არზუ ნაგიევს შეხვდა.

„ჩვენ ვისაუბრეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობებზე; ვისაუბრეთ იმ დოკუმენტზე, რომელიც დღეს გავაფორმეთ და რომელიც გულისხმობს იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და გამოვთქვით იმედი, რომ დღეს ხელმოწერილი დოკუმენტი თავის წვლილს შეიტანს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და განვითარებაში“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის ვიზიტი აზერბაჯანში დღეს დაიწყო. მან უკვე გამართა შეხვედრა თავის აზერბაიჯანელ კოლეგა ფიქრათ მამადოვთან, რომლის დასრულების შემდეგ  აზერბაიჯანისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დღესვე რატი ბრეგაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამსახურისა და ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ულვი მეჰდიევსაც შეხვდება; ხვალ კი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ქალთა და არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებას მოინახულებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვლადიმერ პუტინი – ბევრი ქვეყანა უკვე ადაპტირებულია, რომ იცხოვროს მოხრილმა და მიიღოს თავისი ბატონის ყველა გადაწყვეტილება, რუსეთს ასე დამცირებულად არსებობა არ შეუძლია
Next post მდინარაძე დეკანოიძეს: რეზოლუციაში უდავო ფაქტები რომ ჩაწერილიყო, ამიტომ დააბრალეთ საკუთარ სამშობლოს ცხინვალის დაბომბვა?!