მდინარაძე დეკანოიძეს: რეზოლუციაში უდავო ფაქტები რომ ჩაწერილიყო, ამიტომ დააბრალეთ საკუთარ სამშობლოს ცხინვალის დაბომბვა?!

Read Time:46 Second

რეზოლუციაში უდავო ფაქტები რომ ჩაწერილიყო, ამიტომ დააბრალეთ საკუთარი სამშობლოს სამხედრო ძალებს შვიდ აგვისტოს ომის დაწყება და კასეტური ბომბებით ცხინვალის დაბომბვა???!!! – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის ასევე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს:

“რეზოლუციაში უდავო ფაქტები რომ ჩაწერილიყო, ამიტომ დააბრალეთ საკუთარი სამშობლოს სამხედრო ძალებს შვიდ აგვისტოს ომის დაწყება და კასეტური ბომბებით ცხინვალის დაბომბვა???!!! – დამაზუსტებელი კითხვა ნაც. მოძრაობას ჩემგან, ისტორიის სრულყოფისა და მეხუთე კოლონის ბოლომდე ლუსტრირებისთვის!

P. S. ხმები ისედაც ყოფნიდა!..” – წერს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, ხატია დეკანოიძემ ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

“საზეპირო ქართული ოცნებისთვის რეზოლუციაზე, რომ მოღალატეობრივ, თან არაკომპეტენტურ განცხადებებს შეეშვან:
• საერთაშორისო დოკუმენტში პირველად აღიარეს, რომ რუსეთი ოკუპანტია;
• დაიგმო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება;
• დადასტურდა, რომ ეს იყო ომი რუსეთსა და საქართველოს შორის და არა ეთნიკური კონფლიქტი;
• დამტკიცდა, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა;
• ევროპის საბჭოს მოთხოვნას რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაიყვანოს შეიარაღებული ძალები;
რუსეთმა პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი.
წაიკითხეთ და ისწავლეთ საქართველოს ისტორია ქართული ოცნება”.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „ჩვენ ვისაუბრეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობებზე“
Next post ჟოზეფ ბორელი – პუტინს სჯეროდა, რომ დაიპყრობდა უკრაინას, მან ეს ვერ შეძლო, ეგონა, რომ ტრანსატლანტიკურ კავშირს შეასუსტებდა, ვერ შეძლო, ახლა ეს ომი უნდა შეაჩეროს