ჟოზეფ ბორელი – პუტინს სჯეროდა, რომ დაიპყრობდა უკრაინას, მან ეს ვერ შეძლო, ეგონა, რომ ტრანსატლანტიკურ კავშირს შეასუსტებდა, ვერ შეძლო, ახლა ეს ომი უნდა შეაჩეროს

Read Time:49 Second

რუსეთი აგრესიულ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ და ეს უმიზეზოდ ხდება, – ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა ვერსალში მიმდინარე ევროკავშირის სამიტზე გააკეთა.

„ყველას შეუძლია, ნახოს, რა ხდება უკრაინაში, თუ ტელევიზორს ჩართავს. რუსეთი ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. ასობით დაღუპულია. მათ შორის მოქალაქეები. ორი მილიონი ლტოლვილია. რუსეთი აწარმოებს ისეთივე ომს, როგორც სირიასა და ჩეჩნეთში. უბრალოდ ბომბავს და ანადგურებს ქვეყანას. დღეს ლიდერებმა უნდა ვიმუშაოთ ორი მიმართულებით – პირველი ეს არის ზეწოლის გაზრდა, რათა რუსეთმა შეწყვიტოს ეს შეშლილი ომი და შეაჩეროს მოქალაქეთა მკვლელობა. ეს უნდა მოხდეს დიპლომატიური გზით და სანქციების გამოყენებით. მეორე მხრივ კი ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ევროკავშირის მედეგობა. ენერგოდამოუკიდებლობა და სამხედრო შესაძლებლობა და უფრო ძლიერი ეკონომიკური საფუძვლები, რათა გავუმკლავდეთ იმ გამოწვევას, რომელსაც დღეს რუსეთი წარმოადგენს.

ჩვენ დღეს იმაზე ერთიანები ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ და ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან ერთად ვდგავართ. პუტინს სჯეროდა, რომ ის დაიპყრობდა უკრაინას – მან ეს ვერ შეძლო, პუტინს სჯეროდა, რომ ჩვენი დაყოფა შეეძლო – მან ესეც ვერ შეძლო, ეგონა, რომ ტრანსატლანტიკურ კავშირს შეასუსტებდა – მან ეს ვერ შეძლო. ახლა მან უნდა შეაჩეროს ეს ომი“,- განაცხადა ბორელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მდინარაძე დეკანოიძეს: რეზოლუციაში უდავო ფაქტები რომ ჩაწერილიყო, ამიტომ დააბრალეთ საკუთარ სამშობლოს ცხინვალის დაბომბვა?!
Next post 2008 წლის ომი: ჰააგის სასამართლომ ოსი ჩინოვნიკების დაპატიმრების ორდერი გასცა