რატი ბრეგაძე: „უკიდეგანო  ბოროტების კლასიკური ნიმუშია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ციხეში იყო ბუნტი“

Read Time:50 Second

„ეს არის უკიდეგანო  ბოროტების კლასიკური ნიმუში“, – ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გუშინ გავრცელებული დეზინფორმაცია თითქოსდა ციხეში მომხდარი ბუნტის თაობაზე.

„ისაუბრო იმაზე, რომ ციხეში არის ბუნტი და ასე დაძაბო პატიმრების მშობლები, მათი ოჯახის წევრები, არცერთ ადამიანურ და მორალურ სტანდარტში აღარ ჯდება. ამ ყველაფერს ავრცელებს ის ხალხი, ვის დროსაც ვიცით, რა მდგომარეობა იყო, მაგალითად, ბათუმის ციხეში, როცა ერთ საკანში 30 ადამიანი იყო მოთავსებული და პატიმრებს ფეხზე მდგომებს ეძინათ. ეს ხალხი დღეს ჩვენ გველაპარაკება პატიმრების უფლებებზე, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ყოველგვარ მორალურ სტანდარტს სცდება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა მოუწოდა ყველას, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართული შეტევისაგან.

„მინდა, ვთხოვო მათ, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართული შეტევისაგან. ეს ნომერი მათ, დარწმუნებული იყავით, არ გაუვათ;  ხალხი არის ბრძენი, ხალხს სჭირდება სიმართლე და სიმართლეს ვაწვდით ჩვენ. მათ ყოველ მსგავს ბინძურ ტყუილზე გვექნება შესაბამისი რეაგირება და ნამდვილად ვერავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ ასეთი ბინძური ფორმებით დაძაბოს“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის თქმით, უწყების ინტერესია, ყველა პატიმრის უფლება მაქსიმალურად იყოს დაცული. მინისტრმა „იმედის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა
Next post Politico: სააკაშვილმა უკრაინიდან დაბრუნება არჩევნების დროს გადაწყვიტა, მისივე სიტყვებით ხალხისთვის სტიმულის მისაცემად, დემოკრატიის ზოგადი პრინციპი კი ისაა, რომ არჩევნებს იგებენ არა ქუჩაში, არამედ საარჩევნო პროცესში ამომრჩევლები