მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა

Read Time:27 Second

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მე-17 დაწესებულებაში პატიმართა ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა. როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, ხანძარზე რეაგირება სწრაფად და დროულად მოხდა და ყველა საჭირო ღონისძიება პროფესიონალების მიერ დაუყოვნებლივ იქნა გატარებული.

„სამაშველო ჯგუფი ძალიან მალე მოვიდა, საუბარი არ ყოფილა ევაკუაციაზე, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პროფესიონალებმა და თუკი იქნებოდა საჭიროება და ევაკუაცია იქნებოდა აუცილებელი, ბუნებრივია, ყველა შესაბამისი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული“ – განაცხადა მინისტრმა.

რატი ბრეგაძის თქმით,  პატიმრების მხრიდან სრული თანამშრომლობა შედგა ციხის ადმინისტრაციასა და მეხანძრე მაშველებთან.

„მინდ გითხრათ, რომ იყო სრული თანამშრომლობა პატიმრების მხრიდან როგორც ციხის ადმინისტრაციასთან, ისე მაშველებთან“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა ნაკრები ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
Next post რატი ბრეგაძე: „უკიდეგანო  ბოროტების კლასიკური ნიმუშია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ციხეში იყო ბუნტი“