Politico: სააკაშვილმა უკრაინიდან დაბრუნება არჩევნების დროს გადაწყვიტა, მისივე სიტყვებით ხალხისთვის სტიმულის მისაცემად, დემოკრატიის ზოგადი პრინციპი კი ისაა, რომ არჩევნებს იგებენ არა ქუჩაში, არამედ საარჩევნო პროცესში ამომრჩევლები

Read Time:1 Minute, 0 Second

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან დაბრუნება ზუსტად არჩევნების დროს გადაწყვიტა, მისივე სიტყვებით, ხალხისთვის სტიმულის მისაცემად: „ხვალ ბევრნი უნდა გამოვიდეთ ქუჩებში და მოვიგოთ ეს არჩევნები“. დემოკრატიის ზოგადი პრინციპი კი ისაა, რომ არჩევნებს იგებენ არა ქუჩაში, არამედ საარჩევნო პროცესის ფარგლებში ამომრჩევლები, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპული გამოცემა Politico-ს სტატიაში, რომლის სათაურია – „საქართველოს გზა ევროპისკენ: კონსენსუსის შენება უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისთვის“.

სტატიაში საუბარია საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. პუბლიკაციის ავტორი ვლად ოლტეანუ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დემოკრატიის ზოგადი პრინციპის თანახმად, არჩევნებს იგებენ არა ქუჩაში, არამედ საარჩევნო პროცესის ფარგლებში ამომრჩევლები. „რა თქმა უნდა, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან დაბრუნება ზუსტად არჩევნების დროს გადაწყვიტა, მისივე სიტყვებით, ხალხისთვის სტიმულის მისაცემად: „ხვალ ბევრნი უნდა გამოვიდეთ ქუჩებში და მოვიგოთ ეს არჩევნები“. დემოკრატიის ზოგადი პრინციპი კი ისაა, რომ არჩევნებს იგებენ არა ქუჩაში, არამედ საარჩევნო პროცესის ფარგლებში ამომრჩევლები. ეს იყო პირველ ოქტომბერს. სააკაშვილი დააკავეს იმავე დღეს და მას საბოლოოდ მისჯილი აქვს 6 წელი კორუფციისა და გაფლანგვისთვის. ის საკუთარ თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

BBC აღნიშნავს, რომ ის საქართველოს დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი უმეტესწილად უკრაინაში ცხოვრობდა. 2015 წელს როცა უკრაინაში ოდესის რეგიონის გუბერნატორი გახდა, მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. სამი წლის შემდეგ ქართულმა სასამართლომ მას მიუსაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის. წარსულში დაბრუნებამ პოლარიზაცია კიდევ უფრო გაამწვავა საზოგადოებაში“, – ნათქვამია სტატიაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „უკიდეგანო  ბოროტების კლასიკური ნიმუშია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ციხეში იყო ბუნტი“
Next post თენგიზ ცერცვაძე: დიახ, უგულავამ დაარღვია რეგულაციის წესი – გუშინ აქციაზე დაახლოებით 30 000 კაცი იყო და შეიძლება გიგიზე ბევრად მეტი გადამდები იყვნენ სხვები