რატი ბრეგაძე: როცა მიხვდნენ, რომ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდებოდა მუქარით და მხარდამჭერების შეკრებით, ჩაირთო სხვა მანქანა, რაც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის პოლიტიზებას და ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესების გზით მის გათავისუფლებას

Read Time:1 Minute, 3 Second

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე „ქრონიკასთან“ კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა. მისი თქმით, არის მცდელობა, რომ ჯანმრთელობის პოლიტიზების გზით სააკაშვილმა მოიპოვოს თავისუფლება.

„ერთხელ და სამუდამოდ ამ სპეკულაციებს უნდა დაესვას წერტილი და საზოგადოებამ უნდა გაიგოს სრული სიმართლე. ეს სპეკულაცია წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. მოკლედ რომ შევახსენოთ საზოგადოებას რასთან გვაქვს საქმე: მსჯავრდადებული სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში ერთადერთი მიზნით, იმისთვის, რომ მოეპოვებინა მას და რადიკალურ ოპოზიციას არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლება. თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ შსს და სუს-ის გამართული მუშაობის შედეგად სახელმწიფომ საზოგადოებას აარიდა ძალიან მძიმე განსაცდელი და სააკაშვილი განთავსებული იყო პენიტენციურ დაწესებულებაში. აქედან დაწყებული, ეს ადამიანი იღებს ყველა იმ საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რომელიც არის გათვალისწინებული და მისი ყველა უფლება არის დაცული. ჩვენ გვედავებოდნენ, თითქოსდა საზოგადოებას ვუმალავდით, მაგრამ აქ პასუხია მარტივი – როგორ შეიძლება ვინმეს იგი დაუმალო, როცა მასთან 1500 ვიზიტორი იყო უკვე ნამყოფი. შემდგომში, მიხვდნენ, რომ ეს ადამიანი ვერ გათავისუფლდებოდა ვერც მუქარით, ვერც გზების ბლოკირებით და ა.შ. და ჩაირთო სხვა მანქანა, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის პოლიტიზებას და ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესების გზით ამ ადამიანის გათავისუფლებას. თავიდან დაიწყო თვითდაზიანების რეჟიმი, როცა გამოაცხადა შიმშილობა. მოშიმშილე ადამიანს, ნაცვლად იმისა, რომ მოეწოდებინათ შიმშილობა შეეწყვიტა, პირიქით, მოუწოდებდნენ, რომ ეს არ გაეკეთებინა, რადგან ეს მისთვის პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნებოდა და მაქსიმალურად უქეზებდნენ ამ პროცესს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, რომ შემდგომში ამ გზით ყოფილიყო თავისუფლება მოპოვებული“, – განაცხადა ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „მაშინ, როდესაც რადიკალური ძალები ცდილობენ სახელმწიფოს იმიჯის შელახვას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური მიზანი, რომ საზოგადოება იყოს სწორად ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ამ სახელმწიფოში არავის აწამებენ
Next post რატი ბრეგაძე: სააკაშვილის მხრიდან თვითდაზიანების უამრავი მცდელობა იყო