პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარედ სოზარ სუბარი აირჩიეს

Read Time:27 Second

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხს ძალა“ პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა.

პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ დამფუძნებელი ყრილობა პარტიის წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა გახსნა, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ყრილობის მიერ არჩეულ იქნა ყრილობის თავმჯდომარე, მდივანი, პარტიის ხმის დამთვლელი კომისია, განისაზღვრა პარტიის სახელწოდება და დამტკიცდა პარტიის წესდება. ასევე, არჩეულ იქნა პარტიის სარევიზიო კომისია.

ეკა სეფაშვილმა ყრილობის დელეგატების წინაშე პარტიის დამფუძნებელი რვა წევრის  (დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ზაალ მიქელაძე, ეკა სეფაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, დავით კაჭარავა) წარდგინებით პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად სოზარ სუბარი დაასახელა და სოზარ სუბარი ყრილობამ ერთხმად აირჩია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვეტოს აბსურდულობა თუნდაც იმაშია, რომ პრეზიდენტს ნორმალურად მიაჩნია, გარკვეულ სიტუაციაში ცესკოს ხელმძღვანელობდეს პოლიტიკური პარტიის წევრი, თავის პოლიტიკური ანგაჟირებითა და ინტერესებით – ზაალ ანჯაფარიძე
Next post ჩვენი „პატრიოტები“ დღესაც ქვეყნის მოღალატეებად აცხადებენ ყველას, ვინც ობიექტურად აფასებს ფრონტზე არსებულ რეალურ ვითარებას – ნანა კაკაბაძე რუსეთ-უკრაინის ომზე