ვეტოს აბსურდულობა თუნდაც იმაშია, რომ პრეზიდენტს ნორმალურად მიაჩნია, გარკვეულ სიტუაციაში ცესკოს ხელმძღვანელობდეს პოლიტიკური პარტიის წევრი, თავის პოლიტიკური ანგაჟირებითა და ინტერესებით – ზაალ ანჯაფარიძე

Read Time:34 Second

დაფრთხა, შეშინდა ოპოზიცია, როდესაც ტანში და გონში იგრძნო სუსხი.. ასე დავახასიათებდი მათ რეაქციებს ოპოზიციის მოკავშირედ ქცეულ “პრეზიდენტის” სრულიად აბსურდული ვეტოს დაძლევაზე, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს შესახებ სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ვეტოს აბსურდულობა თუნდაც იმაში მდგომარეობს, რომ პრეზიდენტს დასაშვებად მიაჩნია რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ცესკოს ხელმძღვანელობდეს.

“დაფრთხა, შეშინდა ოპოზიცია, როდესაც ტანში და გონში იგრძნო სუსხი.. ასე დავახასიათებდი მათ რეაქციებს ოპოზიციის მოკავშირედ ქცეულ “პრეზიდენტის” სრულიად აბსურდული ვეტოს დაძლევაზე. ვეტოს აბსურდულობა თუნდაც იმაშია, რომ “პრეზიდენტს” ნორმალურად და დასაშვებად მიაჩნია, თუ გარკვეულ სიტუაციაში ცესკოს ხელმძღვანელობდეს პოლიტიკური პარტიის (არა აქვს მნიშვნელობა რომელი) წევრი, თავის პოლიტიკური ანგაჟირებითა და ინტერესებით. ყველამ ნახა და მოისმინა, რომ სწორედ ამისკენ მიჰყავდა პროცესები რადიკალურ ოპოზიციას.” – წერს ანჯაფარიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია თოფურია საქართველოში დღეს ჩამოვა
Next post პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარედ სოზარ სუბარი აირჩიეს