პატრიარქი: ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი არის საშუალება, რომლითაც ღმერთი მოდის ჩვენთან

Read Time:1 Minute, 6 Second

„ გილოცავთ გიორგობას, წმინდა გიორგი იყოს მფარველი ჩვენი ქვეყნისა, მსოფლიოსი. წმინდა გიორგი იყოს მფარველი ჩვენი ქვეყნისა, მსოფლიოსი. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენს გარშემო, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არასდროს არ არის მიტოვებული ღვთისაგან. ადამიანი არის მფარველობის ქვეშ. წმინდა გიორგი იყო განსაცდელში, წმინდა გიორგი იყო მხედართმთავარი და საყვარელი ადამიანი იმპერატორის. იმპერატორი დიოკლიტიანე პატივისცემით უყურებდა მას, მაგრამ განსხვავებულმა სარწმუნოებამ, ქრისტიანობამ შეაცვლევინა მას დამოკიდებულება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი არის საშუალება, რომელიც ასწორებს ადამიანს. განსაცდელი არის საშუალება, რომლითაც ღმერთი მოდის ჩვენთან. არ შეიძლება ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენს გარშემო, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი ხედავს როლსა კაცისასა და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ უფალი შეგვიწყალებს ჩვენ. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ განსაცდელი არის მრავალი ჩვენს წინაშე, მაგრამ ერთი საშუალება ეს არის მონანიება ცოდვისა. „ჰე, უფალო მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა“.

ჩვენ უნდა შევეკითხოთ ჩვენს გონებას – ჩვენ თვითონ, ჩვენ მოვინანიეთ ჩვენი ცოდვები? ღმერთი არის სიყვარული, სიყვარული შეცვლის ადამიანს. სიყვარული ანიჭებს სიცოცხლეს. სიყვარულმა დაგლოცოთ, ღვთის სიყვარულმა გაგათავისუფლოთ თქვენ და ჩვენ და მთელი მსოფლიო განსაცდელისაგან. გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. საქართველო მუდამ იყო განსაცდელში და მუდამ მონანიებით თავისუფლდებოდა.

ყველას გილოცავთ გიორგობას. გიორგობა ეს არის ჩვენი დიდი დღესასწაული“, – ბრძანა ილია მეორემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რა ბედი ეწია 2006 წელს ნიკოლოზ ყიფშიძის ხელმძღვანელობის დროს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ 50 მლნ ლარს
Next post მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციას არ აინტერესებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, თუ ისინი უშუალოდ არ იმყოფებიან ხელისუფლებაში