პაპინაშვილის საოცარი სტარტი მსოფლიოზე, ქართველი ნახევარფინალშია

Read Time:41 Second

ბაქოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. პირველ დღეს საქართველოს ორი ძიუდოისტი წარმოადგენდა: ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ).

ჩხვიმიანმა პირველ ბრძოლაში ბულგარელ ალიპიევს სძლია. ქართველმა ძიუდოისტმა ბოლო წუთზე შებოჭა მეტოქე და იპონით იმარჯვა.

ლუხუმის მომდევნო მეტოქე იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა იყო, რომელთანაც ვერაფერს გახდა და სამი გაფრთხილების ხარჯზე წააგო, რის შემდეგაც ტურნირს გამოეთიშა.

ამირან პაპინაშვილმა ნახევარფინალამდე მისასვლელად ოთხი ბრძოლა მოიგო. ქართველ ძიუდოისტს პირველ წრეში მარტივი მეტოქე შეხვდა. პაპინაშვილმა მალაველი ემანუელ ნდავუ 22 წამში დაამარცხა.

ამირანმა ასევე მარტივად სძლია ბულგარელ მეტოქეს, მას იანისლავ გერჩიევის დასამარცხებლად წუთი და 31 წამი დასჭირდა.

მერვედფინალში ორხან საფაროვთან ბრძოლის დროს, პაპინაშვილს მხოლოდ 20 წამი დასჭირდა გამარჯვებისთვის და ბაქოში შეკრებილ აზერბაიჯანელ გულშემატკივარს იმედები გაუცრუა.

მეოთხედფინალური  დაპირისპირება მძიმე გამოდგა. ქართველმა ძიუდოისტმა ერიკ ტაკაბატაკეს ვაზარით სძლია და ნახევარფინალში გააღწია, სადაც მისი მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე, რობერტ მშვიდობაძე იქნება.

ფინალური ბლოკი 16:00-საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალზე იხილავთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას არ გამორიცხავს
Next post საქართველოში მიწისძვრა მოხდა