პაატა იმნაძე: ამჟამად, ქვეყანაში ყველა ტიპის ვაქცინაა – ყველა გემოვნების ადამიანისთვის

Read Time:18 Second

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში, უკვე ვაქცინების დიდი არჩევანია და მოქალაქეებს აქვთ საშუალება, მათგან სასურველი აირჩიონ.

„ამჟამად, ქვეყანაში ყველა ტიპის ვაქცინაა – ყველა გემოვნების ადამიანისთვის. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ვაქცინის გამოყენებისთვის, სხვადასხვა ასაკში, განსხვავებული რჩევები და რეკომენდაციები არსებობს. ასე რომ, ორშაბათიდან, ქვეყანაში იქნება ყველა ვაქცინა, ყველა შესაძლო არჩევანისთვის. ყველას შეეძლება, აირჩიოს სასურველი ვაქცინა და აიცრას“, – აცხადებს პაატა იმნაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ გაბუნია: მოქალაქე რეგისტრაციის დადასტურებას მიიღებს 24 საათის განმავლობაში sms-ის სახით თამარ გაბუნია
Next post არჩილ თალაკვაძე: 0,5 მილიონი Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია – მადლობა აშშ-ის მთავრობას და ამერიკელ ხალხს