ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსთან დაკავშირებით ეპიდვითარება გაუარესდა

Read Time:30 Second
ეპიდვითარება აფხაზეთში გაუარესდა, – ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თამაზ ცახნაკიას თქმით, ბოლო დღეებში კოვიდ 19-ით ინფიცირების დინამიკა გაზრდილია. ამ დროისათვის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 10 შემთხვევაა დადასტურებული. კოვიდინფიცირებულები რუსეთის უმაღლესი სასწავლების სტუდენტები არიან, რომლებიც სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. ამჟამად ისინი გუდაუთის საავადმყოფოში იმყოფებიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას კონკრეტული ადამიანების მხრიდან მოჰყვა მცდელობა, საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, ისინი თავიანთ ტყუილში დარჩებიან, იქ არის მათი ბუნებრივი ადგილი
Next post თეა წულუკიანი – რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ძებნილ მსჯავრდებულს აღმოაჩნდა კორონავირუსი ისე, რომ ის არც კი მოხვედრილა ციხეში