თეა წულუკიანი – რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ძებნილ მსჯავრდებულს აღმოაჩნდა კორონავირუსი ისე, რომ ის არც კი მოხვედრილა ციხეში

Read Time:50 Second

თქვენ იცით, რომ სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ძებნილ მსჯავრდებულს აღმოაჩნდა კორონავირუსი ისე, რომ ის არც კი მოხვედრილა ციხეში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ახალი წესების მიხედვით, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა ჯერ კიდევ 5 მარტიდან აამუშავა, უცხოეთიდან შემოსული დაკავებული ძებნილები პირდაპირ ხვდებიან ციხის გარეთ სამოქალაქო კლინიკაში. ასე იყო ამ პატიმრის შემთხვევაშიც. როდესაც მას უკვე მე-18 დღეს აღმოაჩნდა „პისიარ“ ტესტის შედეგად კორონავირუსი, პენიტენციურ სამსახურს იგი გადაჰყავს სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთ ე.წ. კოვიდ კლინიკაში, სადაც იგი იმკურნალებს.

„ვიპოვეთ ასეთი გამოსავალი, რომ მოცემულ პატიმარს გავაკონტროლებთ არა ესკორტის ოფიცრების პალატაში დისლოცირების მეშვეობით, რადგან ესკორტი არ გვინდა, დავაყენოთ საფრთხის ქვეშ. არამედ, ელექტრონული მეთვალყურეობით ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ პატიმარი არ გაიქცეს. ეს არის მორიგი მაგალითი, თუ როგორ ვერგებით ვირუსს იმისათვის, რომ დავიცვათ საპატიმროები ვირუსისგან. დღეისთვის კვლავ არ არის არც ერთი არც საეჭვო და არც დადასტურებული შემთხვევა დაწესებულებებში, არც თანამშრომლებში, არც პატიმრებში. ახალი ტექნოლოგიები კი, რაც გვაქვს, გამოიყენება არატრადიციული შემთხვევებისთვისაც, რათა გამოსავალი ყოველთვის იყოს მორგებული სახელმწიფო ინტერესს და ადამიანის უფლებებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსთან დაკავშირებით ეპიდვითარება გაუარესდა
Next post ეკა ბესელია – მოთხოვნაში საერთო პოზიცია გვაქვს, უბრალოდ, კენჭისყრის დროს, თუ მმართველ პარტიას ხმები არ ეყოფა, არ მინდა, ჩვენი ან ჩემი მიზეზით სისტემა არ შეიცვალოს და ეს პატიმრები დიდი ხნით დარჩნენ ციხეში