კახა კალაძე – ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას კონკრეტული ადამიანების მხრიდან მოჰყვა მცდელობა, საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, ისინი თავიანთ ტყუილში დარჩებიან, იქ არის მათი ბუნებრივი ადგილი

Read Time:2 Minute, 41 Second

თბილისის მერმა, კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, დედაქალაქის მასშტაბით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები ხორციელდება.

„ჩვენ ერთი დღით, ერთი წუთით, ერთ წამით არ შეგვიჩერებია მუშაობა. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ სამუშოები ვერ მიმდინარეობდა იმ ტემპით, რაც წლის დასაწყისში იყო. ამას აქვს თავის ახსნა, რადგან მთელი რიგი მიმართულებები სექტორების იყო დაკეტილი არსებული რეალობიდან და პრობლემიდან გამომდინარე, თუმცა, მიუხედავად ყველაფერისა, სამუშაოები გრძელდებოდა. ჩვენი მთავარი მიმართულებაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ძალიან ხარისხიანად იყოს შესრულებული ყველა სამუშაოა, რომელიც დღეს ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს. მინდა, შევეხო რამოდენიმე პროექტს და კიდევ ერთხელ გავაკეთო ახსნა-განმარტებები ამ სამუშაოებთან დაკავშირებით. დავიწყებდი ჭავჭავაძის გამზირით, რომლის სრული რეაბილიტაციაც გასულ წელს დავიწყეთ. ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად ხდება მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილება. დაწყებული სანიაღვრე სისტემა, წყალი, გაზი, საკანალიზაციო სისტემა. ყველაფრის განახლება და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როდესაც ჩვენ სამუშაოები დავიწყეთ, მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე ლოკაციად დაგვეყო ჭავჭავაძის გამზირი, რადგან მთლიანად ჩაკეტვა შეუძლებელი იქნებოდა. შეიძლება დროში მოგვეგო, მაგრამ ეს გარკვეულ დისკომფორტს გამოიწვევდა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურად სარგებლობს გზის ამ მონაკვეთით. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ოთხ ლოკაციად დაგვეყო ჭავჭავაძის გამზირი, ეტაპობრივად განგვეხორციელებინა სამუშაოები. ვფიქრობ, ეს იყო სწორი მენეჯერული გადაწყვეტილება, რადგან ადამიანებს მივეცით შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები მიმდინარეობდა, მათ ჰქონდათ გადაადგილების შესაძლებლობა, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. თუმცა დისკომფორტს წარმოადგენს, როცა ამდენი ხნის განმავლობაში მტვერია, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა. განსაკუთრებული მადლობა ადგილობრივი მოსახლეობას, ვინც გაგებით ეკიდება ამ მნიშვნელოვან პროექტს. მსიამოვნებს, როდესაც სამუშაოებზე მივდივართ, ადგილობრივი მოსახლეობა გვხვდება და მადლობას გვიხდის, რომ ასეთ მასშტაბური სამუშაოები გამზირზე არ ჩატარებულა არასდროს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამუშაოების საფუძვლიანად წარმოება , რადგან ახალ გადაგებულ ასფალტზე ხელახლა არ მოხდეს შემდეგ თვეებში სამუშაოების ჩატარება, სწორედ ამიტომ მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ უკვე დავიწყეთ უნივერსიტეტის პირველი, მეორე კორპუსიდან მოყოლებული, უკვე ვამზადებთ გზის ამ მონაკვეთს, რათა მოხდეს ასფალტის ბოლო ფენის დაგება, ამისთვის დაიწყო მნიშვნელოვანი სამუშაოების წარმოება. ეს არის საკომუნიკაციო ჭების თავების წამოწევა, რასაც კონკრეტული ტელევიზიის მხრიდან და კონკრეტული ადამიანების მხრიდან მოჰყვა მცდელობა, საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობას არავის არ მივცემთ და ისინი, როგორც ყოველთვის, ისევ თავიანთ სიცრუეში და ტყუილში დარჩებიან, იქ არის მათი ბუნებრივი ადგილი. შესაბამისად, სამუშაოები, რომელიც დავიწყეთ არის მნიშვნელოვანი. დაახლოებით 300-მდე საკომუნიკაციო ჭა არის განთავსებული ჭავჭავაძის გამზირზე როგორც წარმოგიდგენიათ, რომ ეს ჭის თავები წამოწეული დაგვეტოვებინა, როგორ მოახერხებდნენ ავტომობილები გადაადგილებას, შეუძლებელი იქნებოდა და ეს პრობლემას შეუქმნიდა ავტომობილის მძღოლებს. ვინც ერკვევა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, დამეთანხმება, რომ სამუშაოების წარმოება ხდება ვიდრე ასფალტის ბოლო ფენა დაეგება გზაზე. ჩვენც მივყვებით ამ კრიტერიუმებს და უკვე იწყება სამუშაოების ბოლო ეტაპი. ვაკის პარკის მიმდინარე ტერიტორია, სადაც გადათხრილი იყო ქუჩა და მიმდინარეობდა რეაბილიტაცია, უკვე დამთავრებულია. 15 მაისისთვის უკვე ქვედა ფენებში უნდა იყოს მოქცეული ეს კონკრეტული გზის მონაკვეთი და სამუშაოები, რომელიც პირველი კორპუსიდან იწყება, მოყვება და  უკვე მალე დავამთავრებთ ბოლო ფენებში მთლიანად  გამზირს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პარალელურად გრძელდება საფეხმავლო და ველოსიპედების ბილიკების მოწყობა.

„იცით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამზირის შუა ნაწილი იქნება გამოყოფილი, რათა ავტობუსმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლოს გადაადგილება და ის, რაც ჩვენ ვთქვით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში უნდა იყოს ყველაზე სწრაფი, ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი. ჩვენ მთელი ქალაქის  მასშტაბით ვგევმავთ ანალოგიური პროექტების განხორციელებას, რომ შესაბამისი ავტობუსის ზოლები უნდა გავაჩინოთ ყველა ქუჩაზე, რომ ადამიანებმა, ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ უნდა მოახერხონ კომფორტულად გადაადგილება და კომფორტულად მგზავრობა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ამისთვის შექმნის ყველა პირობას, ეს არის ახალი ავტობუსები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი – უმრავლესობას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ კონსტრუქციული შეთანხმება, რომელიც შედგა და მთელმა მსოფლიომ აღნიშნა, უნდა გატარდეს ცხოვრებაში
Next post ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსთან დაკავშირებით ეპიდვითარება გაუარესდა