ოთახში ჯერ ქალბატონის ცხედარი ვიპოვეთ, მერე – მამაკაცის…” – რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც გადაიღო ფოტოები აფეთქების ადგილზე

Read Time:1 Minute, 26 Second
“ოთახში ჯერ ქალბატონის ცხედარი ვიპოვეთ, მერე – მამაკაცის…” – რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც გადაიღო ფოტოები აფეთქების ადგილზე
"ოთახში ჯერ ქალბატონის ცხედარი ვიპოვეთ, მერე - მამაკაცის..." - რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც გადაიღო ფოტოები აფეთქების ადგილზე
დღეს დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას, წინასწარი მონაცემებით, სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, დაზიანებებით არიან მოთავსებული საავადმყოფოებში.
აფეთქების ადგილას, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა მედიაჰოლდინგ “პალიტრის” ფოტოკორესპონდენტიგიორგი ჟამერაშვილი. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აფეთქების ადგილი მოინახულა და პირველი, ექსკლუზიური ფოტოები სააგენტო “ინტერპრესნიუსს” მიაწოდა.

mshoblebi.ge გიორგის დაუკავშირდა. ვთხოვეთ მოეყოლა, რა დახვდა შემთხვევის ადგილზე:

– გვერდით კორპუსში, 200-300 მეტრში გახლდით მეგობართან სტუმრად. უცებ გავიგეთ აფეთქების ხმა, მთელი კორპუსი

შეაზანზარა. მივხვდი, რაღაც საშინელება მოხდა… არც დავფიქრებულვარ, მაშინვე ავიღე ჩემი აპარატი და გამოვვარდი კორპრუსიდან. ჯერ იქვე ვკითხე თვითმხილველებს, რა ხდებოდა. მერე გამოვიქეცი ამ კორპუსისკენ. აქაც ბევრი ხალხი დამხვდა, გვერდით კორპუსებიდან იყვნენ გამოსულები… ყველაფერს ვიღებდი ირგვლივ… თავიდან სიბნელე იყო და ცოტა რომ მივაჩვიე თვალი, უკვე მერე გადავწყვიტე შესვლა… ვიფიქრე, იქნებ დახმარებაც დსჭირვებოდა ვინმეს და ორ საქმეს ერთად გავაკეთებდი.
რომ შევედი, დამხვდა საშინელი სურათი – დიდი წნევისგან, აფეთქებისგან ლიფტის ყველა კარი ამოვარდნილი, მეოთხე სართულიდან და ზემოთ ბინების კარებიც დაზიანებული… ყველაფერი ჩამონგრეული დამხვდა ამ სართულებზე. საშინელი სიტუაცია გახლდათ, ძალიან დამთრგუნველი. თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, იმ წუთას

შიშზე არ ვფიქრობდი… იყო საფრთხე, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ასვლა… ესაა ჩემი სამსახური და ესაა ჩემი პროფესია, რომ გადავიღო.

…კიბეებზე შემხვდა მამაკაცი ბავშვით ხელში. მამაკაცი პულსს უსინჯავდა ბავშვს, უსმენდა, ცოცხალი იყო თუ არა. გონება ჰქონდა დაკარგული, სავარაუდოდ და ცოცხალი იყო. ჩაიყვანა ქვემოთ და მე მოვასწარი რამდენიმე კადრის გადაღება…
მეექვსე სართული, სადაც მოხდა აფეთქება, სრულიად ჩაბნელებული იყო… ქალის ხმა ისმოდა: “რა ხდება, სად ვარ?”
სამაშველო ძალიან სწრაფად მოვიდა… რომ დაიწყეს მუშაობა, უცებვე, იმავე ოთახში, სადაც პირველი ცხედარი ვიპოვეთ, ქალბატონის, ნახეს მეორე ცხედარი – მამაკაცის…
აფეთქება სადაც მოხდა, იმის ზედა სართულზეც, მეშვიდეზეც ისმოდა მამაკაცის ყვირილის ხმა. სავარაუდოდ, ოჯახის წევრებს ეძახდა. იქ ასვლა ვეღარ მოვახერხე, სამაშველო სამსახურმა და პოლიციის თანამშრომლებმა მთხოვეს, დამეტოვებინა ტერიტორია

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაშვილის კლინიკაში სალომე ზრაბიშვილი მივიდა
Next post პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა