ოთარ მეღვინეთუხუცესის 90 წლის იუბილეს მისი ფილმების რეტროსპექტივა მიეძღვნება

Read Time:35 Second

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი 24-27 ნოემბერს ოთარ მეღვინეთუხუცესის მონაწილეობით გადაღებული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს.

ღონისძიება ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება. 24 ნოემბერს, 19:00 საათზე, რეტროსპექტივა გაიხსნება 1969 წელს გადაღებული მხატვრული ფილმით „დიდოსტატის მარჯვენა“. 25, 26 და 27 ნოემბერს ნაჩვენები იქნება მხატვრული ფილმები: „ვედრება“ (1967, რეჟისორი თენგიზ აბულაძე), „ცოტნე დადიანი“ (1971, რეჟისორი ალექსანდრე ჟღენტი), „თავადის ქალი მაია“ („ერთი ცის ქვეშ“) (1961, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე), „ნატვრის ხე“ (1976, რეჟისორი თენგიზ აბულაძე), „ტარიელ გოლუა“ (1968, რეჟისორი ლევან ხოტივარი), „მზე შემოდგომისა“ (1973, რეჟისორი თემურ ფალავანდიშვილი).

რეტროსპექტივაზე წარმოდგენილი ფილმები ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით და ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით ციფრულად არის აღდგენილი. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი და საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.

რეტროსპექტივის პროგრამა იხილეთ ბმულზე.

კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ქარუმიძე: ესპანეთში ვიზიტისაქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის გაძლიერებას ემსახურება
Next post გიორგი ამილახვარი – „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად დაიცალა ინტელექტუალური რესურსისგან, ჩანს, რომ ამ ძალას არანაირი პოლიტიკური რესურსი აღარ შერჩა