ლევან ქარუმიძე: ესპანეთში ვიზიტისაქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის გაძლიერებას ემსახურება

Read Time:32 Second

ესპანეთში ვიზიტი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის გაძლიერებას ემსახურება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან ქარუმიძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ესპანეთში ვიზიტით იმყოფება.

„ესპანეთში ვიზიტის დღეების განმავლობაში ჩვენ გვექნება შეხვედრები ესპანეთის სენატისა და კონგრესის წევრებთან. ასევე შეხვედრებს გავმართავთ საგარეო ურთიერთობისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან. აღნიშნული ვიზიტი ემსახურება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების განმტკიცებას და რაც მთავარია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის გაძლიერებას“,- აღნიშნა ქარუმიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ესპანეთში ვიზიტს იწყებს. შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს სენატის სპიკერს და ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის პრეზიდენტს შეხვდება. შეხვედრები გაიმართება ესპანეთის სენატისა და დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, სენატის, დეპუტატთა პალატისა და კომიტეტების წევრებთან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან იოსელიანი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპაში არ დარჩეს სახელმწიფო, რომელიც არ დაუჭერს მხარს ჩვენს ევროინტეგრაციას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
Next post ოთარ მეღვინეთუხუცესის 90 წლის იუბილეს მისი ფილმების რეტროსპექტივა მიეძღვნება