ნინო ბურჯანაძე: ნიკა მელიას ხელისუფლებას მძევლად არ ავაყვანინებთ

Read Time:58 Second
მე მაინტერესებს როგორ აპირებენ ამ ოფისში შემოვარდნას. ჩვენ ხომ ოფისს არ დავტოვებთ, ჩვენ ხომ ნიკა მელიას ასე მძევლად არ ავაყვანინებთ ამ ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა.
 
„მე დღესაც მოვედი აქ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ კოლეგა ოპოზიციონერებთან ერთად და თანაგუნდელებთან ერთად, რომლებიც მოვიდნენ აქ ჩემთან ერთად, დავაფიქსირო ის სოლიდარობა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გვაქვს ნიკა მელიას მიმართ და გამოვხატოთ ჩვენი მისდამი მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ არ დაუშვას ისეთი შეცდომა, რომელსაც თვითონ ნამდვილად გადაყვება და ძალიან გაამწვავებს ამით ქვეყანაში ვითარებას“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
 
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
 
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი 17 თებერვალს შეუჩერა.
 
„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.
 
სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაია ცქიტიშვილი: პანდემიის მიუხედავად არ გაგვიჩერებია არცერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი
Next post მამუკა მდინარაძე: მე პირადად არც გაყალბებული არჩევნების გატარებას ვაპირებ და არც ბინძური რუსული თამაშის