მამუკა მდინარაძე: მე პირადად არც გაყალბებული არჩევნების გატარებას ვაპირებ და არც ბინძური რუსული თამაშის

Read Time:50 Second

მე პირადად, არც ერთის, არც გაყალბებული არჩევნების, არც ამ ბინძური რუსული თამაშის გატარებას არ ვაპირებ“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

სერგეი გავრილოვთან ჩაწერილ ინტერვიუს, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში განხილვის თემა გახდა, მმართველი გუნდი მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს.

„ვერავინ შეძლებს, მით უმეტეს, როდესაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში აკეთებდა რუსულ საქმეს, ეს იარლიყი სხვაგან გადაიტანოს და ის სხვა ვიყოთ ჩვენ. მათი ნარატივია – „მოდით, ჩვენი ტელევიზიები დაინტერესდნენ აი, ამ კონკრეტული პროვოკატორი ადამიანის მოსაზრებებით და შემდეგ დავამთხვიოთ მისი მესიჯბოქსი „ქართული ოცნების“ მესიჯბოქსს და ამით შევმატოთ ელფერი ჩვენ ამ დესტაბილიზაციის გეგმას“. მე პირადად, არც ერთის, არც გაყალბებული არჩევნების, არც ამ ბინძური რუსული თამაშის გატარებას არ ვაპირებ“, – განაცხადა მდინარაძემ.

„სიცრუე რომელიც იღვრება 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება ნიკა მელიას მიერ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზეც ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში“, – ეს განცხადება რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა „ტვ.პირველის“ ეთერში გააკეთა.

სერგეი გავრილოვის განცხადებას ნიკა მელიამ სპეციალური ბრიფინგით უპასუხა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ესაა მკაფიო ხაზი, რომლის ერთ მხარესაც გავრილოვია, მეორე მხარეს კი ქართველი ხალხი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო ბურჯანაძე: ნიკა მელიას ხელისუფლებას მძევლად არ ავაყვანინებთ
Next post მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისიის გამარჯვებული პროექტის სამუშაო შეხვედრა გახსნა