ნანა კაკაბაძე: სააკაშვილი დაავადებულია ხელისუფლებაში ყოფნის მძიმე და განუკურნებელი სენით

Read Time:1 Minute, 27 Second

სააკაშვილი დაავადებულია ხელისუფლებაში ყოფნის მძიმე და განუკურნებელი სენით, რომელიც პაციენტში წლების განმავლობაში ვლინდება სხვადასხვა მწვავე ფორმით რითაც ზიანს აყენებს ქართულ სახელმწიფოს, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

როგორ კაკაბაძე აღნიშნავს, სააკაშვილი ყველა შესაძლო მანიპულაციით და სიმულაციით ცდილობს სასამართლოს თავი დააღწიოს და ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

,,სააკაშვილის ავადმყოფობის ფორმა-#100

სააკაშვილი დაავადებულია ხელისუფლებაში ყოფნის მძიმე და განუკურნებელი სენით, რომელიც პაციენტში წლების განმავლობაში ვლინდება სხვადასხვა მწვავე ფორმით რითაც ზიანს აყენებს ქართულ სახელმწიფოს.

მას აღენიშნება სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების დამხობისადმი მიდრეკილებები. – ავადმყოფმა სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაამხო და მმართველობას ჩამოაცილა, საკუთარი პოლიტიკური მშობელი, გამზრდელი და მამასავით მზრუნველი შევარდნაძე. მან ასევე ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით დათმო და რუსეთზე გაასხვისა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიების 20% (ცხინვალი, აფხაზეთი). მანვე რუსეთს მიყიდა 30 ზე მეტი სტრატეგიული ობიექტი. მას ქონდა ტერიტორიების გასხვისების მეორე მცდელობა (დავით გარეჯის), რომელიც სისრულეში ვერ მოიყვანა ხელუსუფლების დაკარგვის გამო.

საომარ სიტუაციაში აღენიშნება არაადეკვატური შიშები და სიმხდალე, თვითმფრინავის დანახვისას, სამარცხვინოდ, ფორთხავს მიწაზე. მასვე ახასიათებს სასამართლო სისტემის განადგურება და დამორჩილება, ბიზნესის რეკეტი, საზოგადოების გაკულაკების ხარჯზე ბიუჯეტის შევსება, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა პირად კეთილდღეობაზე, სახელმწიფო ქონების დატაცება და მისი გადანაწილება საკუთარ ოჯახის წევრებზე და გარემოცვაზე, ელიტარული კორუფციის დამკვიდრება, პენიტენციურ სისტემაში მმართველობის ისეთი რეჟიმის შექმნა, როგორიცაა წამება, ღირსების შემლახველი არაადამიანური მოპყრობა, ქუჩებში უდანაშაულო ახალგაზრდების ჩახოცვა ქვეყანაში მასობრივი შიშის დანერგვის მიზნით.

უმოკლეს ვადებში, კონსტიტუციისა და კანონების საკუთარ ტანზე მორგება. არჩევნების გაყალბების მრავალმხრივი ნოვაციების დამკვიდრება. ძალაუფლებისაკენ ლტოლვა მას აკარგვინებს წონასწორობას, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებაში მოხვედრის მიზნით უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე და ხდება იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მის ხელისუფლებაში ყოფნას უზრუნველყოფს თუნდაც დროებით.

მისი ექსკლუზივია უპასპორტოდ და უკანონოდ სხვადასხვა ქვეყნებში ფრენა, ასევე საზღვრების უკანონოდ გადაკვეთა, შეჭრა (უკრაინაში). ასევე საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში უკანონოდ შემოპარვა კონტეინერით, განუბაჟებლად რძის პროდუქტის სახით.

დღეის მდგომარეობით, ყველა შესაძლო მანიპულაციით და სიმულაციით ცდილობს სასამართლოს მიერ დაკისრებულ არაადეკვატურ და მსუბუქ სასჯელს მაქინაციებით თავი დააღწიოს და ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდეს“,- წერს კაკაბაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაცვას მოემსახურება
Next post გიორგი ფარცვანია, რომელმაც მამუკა მდინარაძისათვის პროვოკაციის მოწყობა სცადა, წარსულში პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროების ბრალდებით არის გასამართლებული