აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაცვას მოემსახურება

Read Time:30 Second

აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაცვას მოემსახურება.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, კანონს მხარი კონგრესის ქვედა პალატაში 258 კონგრესმენმა დაუჭირა, 169 კი წინააღმდეგი წავიდა.

აღსანიშნავია, რომ ეს კანონი უკვე დამტკიცებული აქვს სენატს. ამიტომაც მის ამოქმედებას ახლა მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება.

„როიტერის“ ცნობით, ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალური სტატუსის დასაცავად კანონის მიღება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც გაჩნდა ვარაუდი, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლო, სადაც უმრავლესობაში კონსერვატორი მოსამართლეები არიან, მზადაა, გადახედოს 2015 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც ერთნაისქესიანთა ქორწინება კანონიერი გახდა.

ახალი კანონი მისცემს საშუალებას ფედერალურ მთავრობას და შტატებს, აღიაროს ერთნაირსქესიანთა ქორწინება თუ ის იმ შტატებში გაფორმდა, სადაც მსგავსი ქორწინება ლეგალურია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე-2013 წელს, დეკრეტული შვებულების დღეებისა და ანაზღაურების რაოდენობა გავზარდეთ, 1000-ლარიანი გასაცემელი შემოვიტანეთ, ახლა პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე განვიხილეთ დეკრეტული შვებულებების ანაზღაურების 2000 ლარამდე გაზრდა
Next post ნანა კაკაბაძე: სააკაშვილი დაავადებულია ხელისუფლებაში ყოფნის მძიმე და განუკურნებელი სენით