ნათია თურნავა: შეღავათის მინიჭება დამატებით ბიძგს მისცემს რეგიონალურ და, გლობალურ IT კომპანიებს შემოვიდნენ საქართველოში
ასეთი ტიპის შეღავათის მინიჭება, როგორიც არის მოგების გადასახადის 5%-ი 15%-ის ნაცვლად, საშემოსავლო გადასახადის 5% მისცემს დამატებით ბიძგს რეგიონალურ კომპანიებს, გლობალურ IT კომპანიებს შემოვიდნენ საქართველოში და დაასაქმონ ჩვენი ნიჭიერი ადამიანები, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, საერთაშორისო კომპანიებისთვის შეღავათების დაწესება, კომპანიებისთვის საქართველოში შემოსვლის დამატებით მოტივაციად უნდა იქცეს.
„ეს არის იმ ე.წ. რელოკაციის და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროაქტიური სტრატეგიის შემდგომი გაგრძელება და შემდგომი ნაბიჯი, რაც ჩვენ რამდენიმე ხნის წინ დავაანონსეთ და დავიწყეთ. მიუხედავად გლობალური პანდემიისა, შევძლოთ, რომ საქართველო კვლავაც და კიდევ უფრო მეტად განიხილებოდეს უცხოელი ინვესტორების მიერ, როგორც მიმზიდველი პლატფორმა, რომელიც მიუხედავად ყველა გლობალური გამოწვევისა, გამოიყურება ყველაზე სტაბილურად, სთავაზობს ყველაზე კარგ საგადასახადო გარემოს და ეს ხდება ცალსახა მოტივაცია ამ კომპანიებისთვის, რომ შემოვიდნენ საქართველოში და მეტი სამუშაო ადგილი შექმნან“, – განაცხადა მინისტრმა.
დღეს მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული და IT საერთაშორისო კომპანიებისთვის შეღავათების დაწესებაზე იმსჯელეს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: “მამული, ენა, სარწმუნოება”
ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს...
ავარია ავლაბარში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავლაბარში. როგორც „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოების შესახებ CERN-დან შეთავაზება მიიღო
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციიდან (CERN, შვეიცარია) კვლევითი კოლაბორაციის გაფართოების შესახებ ახალი შეთავაზება მიიღო, რაც SND@LHC (Scattering and Neutrino...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინკლუზიური პროფესიული განათლების მუდმივი გაუმჯობესების ფორმატში, ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინკლუზიური პროფესიული განათლების მუდმივი გაუმჯობესების ფორმატში, ტრენინგი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს...
„სასწრაფოდ! ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია“ – 8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
რამდენიმე თვის წინ, გიორგი ბერიშვილმა სიმსივნე დაამარცხა, თუმცა აქვს გართულებები. აწუხებს ჰაერის უკმარისობა და ჟანგბადზე დამოკიდებულია. პატარა რაჭველ ბიჭუნას, საზოგადოების...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“ FAO-ს ASTI-ის მასშტაბურ საპილოტე პროექტში ჩაერთო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტმა („ტექინფორმი“), გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების ქსელის...