ნათია თურნავა – პირველივე ეტაპზე ტურიზმის სექტორს უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები შევთავაზეთ, რითაც 6 118-მა ტურისტულმა ბიზნესმა უკვე ისარგებლა

Read Time:57 Second

პრაქტიკულად არც ერთი თვე არ გასულა, ტურისტული ინდუსტრიისთვის რამე სიახლე და დახმარება არ შეგვეთავაზებინა, -ა მის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, სადაც პრემიერმა ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული  გეგმას წარადგინა.

მინისტრის თქმით, პირველი ეტაპი მარტში იყო, რომელსაც სახელმწიფომ „გადაუდებელი დახმარების ეტაპი“ უწოდა, რადგან იმ მომენტისთვის ყველაზე მეტად დაზარალდა ტურისტული ინდუსტრია.

„უკვე ჩანდა, რომ ეს ტენდენცია უფრო გაძლიერდება შემდეგ თვეებში, ჩვენ შევთავაზეთ ტურიზმის სექტორს მათთან შეხვედრისა და კონსულტაციის შედეგად მართლაც უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები და ოთხი თვით მთლიან ბიზნესსექტორს მიეცა შესაძლებლობა, გადავადებულიყო ქონების გადასახადი, ასევე საშემოსავლო გადასახადი 2020 წლის პირველ ნოემბრამდე“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, აღნიშნული შეღავათით უკვე ისარგებლა 6 118-მა ტურისტულმა ბიზნესმა.

„ასევე ჩვენ მყისიერად გავაფართოეთ მცირე სასტუმროების დახმარების პროგრამა, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ეგიდით ხორციელდება – როდესაც სახელმწიფო ასუბსიდირებს ბანკის პროცენტის დიდ ნაწილს, 80 პროცენტიანი სუბსიდირება ხდებოდა. თუ აქამდე ეს იყო 20 ნომრამდე ზომის სასტუმროები, ჩვენ მარტში მივიღეთ გადაწყვეტილება და 50 ნომრამდე სასტუმროებზე გავავრცელეთ იგივე პროგრამა. დღეის მონაცემებით, უკვე 2200-მა სასტუმრომ დააფიქსირა სურვილი, რომ ესარგებლა ამ შეღავათით“, – აცხადებს ნათია თურნავა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფომ ასევე ტურისტულ ინდუსტრიას შუამდგომლობა გაუწია კომერციულ ბანკებთან და უმეტეს მათგანისთვის საბანკო სესხის რესტრუქტურიზაცია განხორციელდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნება
Next post გიორგი გახარია – სოციალური დისტანცია და პირბადე არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, ეს არის პასუხისმგებლობა, რომელმაც უნდა მოგვცეს საშუალება, სწრაფად და ეფექტურად შევძლოთ ეკონომიკის გახსნა