გიორგი გახარია – სოციალური დისტანცია და პირბადე არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, ეს არის პასუხისმგებლობა, რომელმაც უნდა მოგვცეს საშუალება, სწრაფად და ეფექტურად შევძლოთ ეკონომიკის გახსნა

Read Time:39 Second

ბრძოლა პანდემიასთან ჯერ დასრულებული არ არის, სრული გამარჯვებისთვის გვჭირდება არამხოლოდ კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არამედ ფეხზე დაყენებული ეკონომიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ახლა საჭიროა ეკონომიკის გაძლიერება.

„ეტაპობრივ გახსნას აქვს თავის მიზეზი და მიზანი. თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, სოციალური დისტანცია და პირბადე, განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუმცა სასურველია უბრალოდ ქუჩაშიც, არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, სამწუხაროდ. ეს არის ის პასუხისმგებლობა და ის ვალდებულება, რომელმაც უნდა მოგვცეს საშუალება, სწრაფად და ეფექტურად, მაღალი რისკების გარეშე, შევძლოთ ეკონომიკის გახსნა. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და როგორც აქამდე ჩვენი მოქალაქეები პასუხისმგებლიანად ეკიდებოდნენ ამ შეზღუდვებს, მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, ასევე პასუხისმგებლობით გავაგრძელოთ. ბრძოლა პანდემიასთან ჯერ დასრულებული არ არის, სრული გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება არამხოლოდ კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არამედ უკვე ფეხზე დაყენებული ეკონომიკა. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია თურნავა – პირველივე ეტაპზე ტურიზმის სექტორს უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები შევთავაზეთ, რითაც 6 118-მა ტურისტულმა ბიზნესმა უკვე ისარგებლა
Next post ტურიზმის დახმარების გეგმის მესამე ეტაპის ბიუჯეტი ₾200 მილიონს შეადგენს