ნათია თურნავა: მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელს პრივატიზების შედეგად, 130 მილიონი ლარის მობილიზება შევძელით

Read Time:59 Second

მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელს პრივატიზების შედეგად, 130 მილიონი ლარის მობილიზება შევძელით. ეს 2019 წლის მაჩვენებელს, 119 მილიონს აღემატება. რომ არა პანდემია, უფრო შთამბეჭდავი შედეგები იქნებოდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, პრივატიზაციის თვალსაზრისით, საქართველოს მარტში საქართველოს ეკონომიკისთვის, ბიზნესისთვის საინტერესო სიახლეები იგეგმება.

„ეს იქნება 100-ის ნაცვლად, 150 საპტივატიზებო ქონების პროგრამა, სადაც ბევრი საინტერესო, ახალი პროგრამა შეგვხვდება, რომელმაც კერძო ინვესტიცია უნდა მოიზიდოს. აქტიური მუშაობა გვაქვს დაწყებული სახელმწიფო საწარმოსთან დაკავშირებითაც. ორი მიმართულებით მივდივართ: ერთია სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, მათი კორპორატიზაცია და შესაძლებლობის მიცემა, რომ ფინანსურად, მეტად დამოუკიდებლები იყვნენ. დანარჩენი, რამდენიმე ათეული სახელმწიფო საწარმო უნდა განკერძოვდეს და აქტიური პრივატიზაციის პროგრამის შედეგად, ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე, სულ მცირე, 50 სახელმწიფო საწარმო იქნება შეთავაზებული პრივატიზების პროცესში“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. სხდომაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და 2021-2024 წლის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ სამთავრობო პროგრამას განიხილავენ.

დღესვე, 15:00 საათზე ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა არის დანიშნული. ამ სხდომის დღის წესრიგში ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვაა. მომხსენებელი საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი იქნება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან დავითაშვილი: 2012-2020 წლებში დაცული ტერიტორიები 288 000 ჰექტარით გაიზარდა
Next post ირაკლი ქარსელაძე: მიუხედავად სხვადასხვა ტიპის გამოწვევისა, ყველა ობიექტზე სამუშაოები ხორციელდება