ლევან დავითაშვილი: 2012-2020 წლებში დაცული ტერიტორიები 288 000 ჰექტარით გაიზარდა

Read Time:56 Second

გარემოსდაცვითი მიმართულებით უპრეცედენტოდ დიდი მიღწევები აქვს ჩვენს ხელისუფლებას ბოლო 8 წლის განმავლობაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი დაცული ტერიტორიების გაფართოება და სწორად ადმინისტრირება, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი სიმდიდრის დიდი ნაწილი სწორედ დაცულ ტერიტორიებშია მოქცეული, – ამის შესახებ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„როგორც გარემოს დაცვის, ასევე აგრარულ კომიტეტთან გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, შესაბამისად, დეპუტატები ინფორმირებულები არიან ჩვენი რეფორმების შესახებ. ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების პარალელურად გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მთავრობის გარემოსდაცვითი პოლიტიკის მთავარი მიზანია, რომ გვქონდეს მდგრადი და დაბალანსებული განვითარება, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მაქსიმალურად თავიდან აცილება და გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება. გარემოსდაცვითი მიმართულებით უპრეცედენტოდ დიდი მიღწევები აქვს ჩვენს ხელისუფლებას ბოლო 8 წლის განმავლობაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი დაცული ტერიტორიების გაფართოება და სწორად ადმინისტრირება, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი სიმდიდრის დიდი ნაწილი სწორედ დაცულ ტერიტორიებშია მოქცეული. 2012-2020 წლებში დაცული ტერიტორიები 288 000 ჰექტარით გაიზარდა, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 12%-ს შეადგენს. შეიქმნა დაახლოებით 30 ახალი დაცული ტერიტორია და გაფართოვდა 3 დაცული ტერიტორია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 396 ადამიანს დაუდასტურდა, 469 კი გამოჯანმრთელდა
Next post ნათია თურნავა: მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელს პრივატიზების შედეგად, 130 მილიონი ლარის მობილიზება შევძელით