ირაკლი ქარსელაძე: მიუხედავად სხვადასხვა ტიპის გამოწვევისა, ყველა ობიექტზე სამუშაოები ხორციელდება

Read Time:33 Second

მიუხედავად სხვადასხვა ტიპის გამოწვევისა, ყველა ობიექტზე სამუშაოები ხორციელდება. იქ სადაც პრობლემებია ვცდილობთ, მაქსიმალურად ეფექტურად გადავჭრათ, – ამის შესახებ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

„2021 წელს ვაგრძელებთ ისტორიული პროექტის, ქვეშეთი-კობის განვითარებას. პროექტი არის უწყვეტი 9 კმ საავტომობილი გვირაბი 15 მეტრიანი დიამეტრის კლდოვან გრუნტებში, ამ პარამეტრების გათვალისიწინებით ნამდვილად მსოფლიოში უნიკალურ პროექტთან გვაქვს საქმე და ის საბურღი მანქანა, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის გამზადდა, საქართველოშია და გვაძლევს იმის საფუძველს, რომ პროექტი დადგენილი გეგმით განხორციელდეს, თუმცა როდესაც ვადებზე და გეგმებზე ვსაუბრობთ ბუნებრივია, პანდემიის გავლენა აქ ნათელია“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია თურნავა: მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელს პრივატიზების შედეგად, 130 მილიონი ლარის მობილიზება შევძელით
Next post ნინო წილოსანი: მიმაჩნია, რომ შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქება შეიძლება