ნათია თურნავა: ეკონომიკის შემცირების ტემპი თვიდან თვემდე სუსტდება

Read Time:44 Second

ეკონომიკის შემცირების ტემპი თვიდან თვემდე სუსტება და ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე ორჯერ უფრო დაბალი კლების ტემპი იქნება, ვიდრე საშუალო ევროპულია ნავარაუდევი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქსტატის აგვისტოს ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოში ეკონომიკა 5,3 პროცენტით შემცირდა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ეკონომიკის შემცირება გვაქვს, მაგრამ ამ შემცირების ტემპი თვიდან თვემდე სუსტდება, რაც არაერთხელ გვითქვამს. კერძოდ, აგვისტოში არის მინუს 5,3 პროცენტი, ივლისში იყო მინუს 5,5%, ივნისში – მინუს 7,7%, მაისში მინუს 13,5% და ასე შემდეგ. ეს მაჩვენებლები ცალსახად აჩვენებს, რომ გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ეკონომიკის კლების ტემპი შემცირდა. აგვისტოში ეკონომიკური აქტივობის გაჯანსაღების ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა და სწრაფი პროგრესით ხდება. წლის ბოლომდე კლების ტემპი ორჯერ უფრო დაბალი იქნება, ვიდრე საშუალო ევროპულია ნავარაუდევი, ხოლო მომავალი წელი ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკის აღდგენის წელი იქნება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე სამადაშვილი – ძალადობისა და დაშინების კამპანიაზე პარტიებმა ერთიანი პოზიცია უნდა დავიცვათ
Next post გოჩა ენუქიძე, დღე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჭელიაღელის თემის მოსახლეობას შეხვდა