ნათია თურნავა – დღეს ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას შეემატება კიდევ ერთი მასშტაბური ობიექტი – „გარდაბანი 2“

Read Time:1 Minute, 4 Second

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ხელი შევუწყოთ ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობას. დღეს ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას შეემატება კიდევ ერთი მასშტაბური ობიექტი, ესაა „გარდაბანი 2“, კომბინირებული ციკლის 230 მეგავატიანი თბოსადგური, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

თურნავა აცხადებს, რომ თბოსადგური ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას მოსახლეობის, ბიზნესის უწყვეტი ენერგომომარაგებით.

„ეს არის ახალი ტექნოლოგიით შესრულებული თბოსადგური და არის ორჯერ უფრო ეფექტური ვიდრე ძველი, ე.წ. ღია ციკლის თბოსადგურები. იცით, რომ ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც დღის წესრიგში აყენებს ენერგეტიკული რეფორმის და ამ დარგის ძირეული გარდაქმნის აუცილებლობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თაოსნობით და დავალებით, ჩვენ ეს რეფორმა 2019 წელს დავიწყეთ. შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ ახალი, ევროპული ტიპის კანონმდებლობა. შევქმენით ღია, კონკურენტული ენერგეტიკული ბაზარი, დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა“, – აღნიშნა თურნავამ.

მინისტრის თქმით, პრიორიტეტად რჩება განახლებადი ენერგიის ათვისება და 2020 წელი ამ მხრივ გამორჩეულია. მან ასევე ხაზი გაუსვა ახალი თბოსადგურების მშენებლობის მნიშვნელობას, რაც თურნავას თქმით, სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს.

„ესაა ჩვენი რეზერვი, რაც სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს. მაგალითისთვის, მხოლოდ ამ თბოსადგურს, შეუძლია თბილისის საშუალო თვიური მოხმარების 70%-ის დაფარვა“,-განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, გარდაბანში, უკვე არსებული თბოელექტროსადგურების კომპლექსის ტერიტორიაზე განლაგებული 230 მგვტ დადგმული სიმძლავრის მქონე თბოელექტროსადგურის მშენებლობაში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 185 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. თბოსადგურის მშენებლობა 2018 წლის თებერვალში დაიწყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი შოთაძე მზადაა, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნდეს
Next post გიორგი გახარია გადადგომის შესახებ კითხვაზე – მაინცდამაინც დაგასპოილეროთ? დაელოდეთ ფინალურ სერიას