ირაკლი შოთაძე მზადაა, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნდეს

Read Time:1 Minute, 4 Second

ირაკლი შოთაძე მზადაა, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ განუცხადა, საპროკურორო საბჭოს გენპროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა თავად შოთაძესთან შეთანხმებით წარუდგინეს.

“ბუნებრივიცაა, რომ კანდიდატი უნდა იყოს თანახმა. მისი წერილობითი თანხმობა საჭიროა. განიხილებოდა რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის ბატონი ირაკლის კანდიდატურაც. შემდეგ ეს კანდიდატურათა ნუსხა გადაეგზავნა აკადემიურ საბჭოს და მათ შეარჩიეს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა და წარადგინეს იმ ორგანოში, ვინც ამ საკითხს წყვეტს. ირაკლი შოთაძე ნამდვილად მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. არის ასოცირებული პროფესორი, უძღვებოდა საგანს “მტკიცებითი სამართალი”, მაგისტრატურის სტუდენტებს უკითხავდა ლექციებს. ამ სემესტრში მას სალექციო კურსი არ ჰქონია. მომავალ სემესტრში თუ ექნება სურვილი და თუ რამე არ შეიცვალა, დიდი ალბათობით წაიკითხავს “მტკიცებით სამართალს”, – განაცხადა გაბისონიამ.

მისივე თქმით, აკადემიურ საბჭოზე ირაკლი შოთაძესთან ერთად რამდენიმე მოქმედი პროკურორის კანდიდატურაც განიხილებოდა, რომლებიც სტუ-ს ლექტორებიც არიან.

“სახელებსა და გვარებს მათი თანხმობის გარეშე ვერ დავასახლებ. ირაკლი შოთაძე ძალიან საინტერესო ლექტორია, ძალიან კარგად კითხულობს ლექციებს. პროფესიონალი იურისტია. შემიძლია თქვენც დაგასწროთ მის ლექციებს. ნახავთ, როგორი ანშლაგია, სტუდენტების დაინტერესებაა. პროფესიული კუთხით არის მაღალკვალიფიციური იურისტი, თავის საქმის მცოდნე. ჩვენი შეფასების კრიტერიუმი ესაა, დანარჩენი პოლიტიკური ნაწილი ჩვენ არ გვეხება. რატომ ირაკლი შოთაძე? იმიტომ რომ ალბათ უფრო მეტი გამოცდილება აქვს. მენეჯერული თვისებებიც უნდა ჰქონდეს ამ თანამდებობისთვის, ალაბათ, ამაზე გააკეთეს აქცენტი რომ მას ჰქონდა მენეჯერული თვისებები და გამოცდილება. ამიტომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება”, – განაცხადა დეკანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – ირაკლი შოთაძე არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება და ღირსეული პროფესიონალი
Next post ნათია თურნავა – დღეს ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას შეემატება კიდევ ერთი მასშტაბური ობიექტი – „გარდაბანი 2“