გიორგი გახარია – ირაკლი შოთაძე არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება და ღირსეული პროფესიონალი

Read Time:30 Second

კანდიდატებიდან მე ვიცნობ მხოლოდ ირაკლი შოთაძეს და შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება, ღირსეული პროფესიონალი და მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადგმა და პასუხისმგებლობის აღება, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის შესახებ მედიის მიერ დასმულ შეკითხვას.

პრემიერის თქმით, გენერალური პროკურორის კანდიდატს გარკვეული დროის შემდგომ უკვე საპროკურორო საბჭო გადაწყვეტს და იქ საკმაოდ ბევრი ღირსეული კანდიდატია.

„ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში და ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ცეკვების გარეშე,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა შოთაძის კანდიდატურის შეფასებისას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინეს
Next post ირაკლი შოთაძე მზადაა, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნდეს