მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ 117 000 სწრაფი ტესტი შეიძინა

Read Time:39 Second

მსოფლიო ბანკის კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ 117 000 სწრაფი ტესტი შეიძინა. ანტიგენის 50 000 ტესტი, კორეული კომპანია BIOSENSOR-ისგან, ხოლო ანტისხეულების 67 000 ტესტი კომპანია – Green lab/Biogene-ისგან. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, თინათინ ხარძიანი განმარტავს აღნიშნული ტესტები საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლის მიზნებისთვის გამოყენება და ასევე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში პროტოკოლით გაწერილი კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფების გატესტვის მიზნით გადანაწილდება.

„Covid-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, სამინისტროს მიერ შეძენილი იქნა კორეული წარმოების 50 000 ანტიგენ ტესტი, ხოლო „გრინლაბი“-ს მიერ რეგისტრირებული 67 000 ანტისხეულის ტესტი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტროს უსასყიდლოდ გადმოეცა კორეული კომპანია „BIOSENSOR“-ის მიერ 5000 ცალი ანტიგენ/ანტისხეულის ტესტი, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო“, – აღნიშნა თინათინ ხარძიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი – მოსახლეობის უსაფრთხოებაზე საუბრისას, რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ვირუსის მხარეს ირჩევს
Next post გერმანიის საელჩო – მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გერმანიისთვის სამგზავრო შეზღუდვების მოხსნის შესახებ