რატი იონათამიშვილი – მოსახლეობის უსაფრთხოებაზე საუბრისას, რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ვირუსის მხარეს ირჩევს

Read Time:33 Second

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ხუთი ქვეყნის გარდა, რომლებთანაც საქართველო საზრვრებს ხსნის, გრძელდება დაკვირვება სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

„ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა 15 უსაფრთხო ქვეყანას შორის და ევროკავშირის ქვეყნების მიმართ გასცა რეკომენდაცია საზღვრის გახსნის თაობაზე. საქართველო შესაბამის ქვეყნებთან აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებდა და ხუთ ქვეყანასთან საზღვარს ვხსნით.

სხვა ქვეყნებთან მიმართებაში დაკვირვებას ვაგრძელებთ გლობალურ სიტუაციაზე და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მივიღებთ თანმიმდევრულად შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ამასთან, იონათამიშვილი გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებსაც.

„რაც შეეხება ფრენების თაობაზე რადიკალური და კრიმინალური ოპოზიციის განცხადებებს, საზოგადოება ხედავს, რომ არიან არათანმიმდევრულები და როცა საუბარია მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, ისინი ყოველთვის ვირუსის მხარეს ირჩევენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს გაუხსნის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სპორტდარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის რეკომენდაციები დამტკიცდა
Next post მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ 117 000 სწრაფი ტესტი შეიძინა