მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 139-მდე გაიზარდა

Read Time:26 Second

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 139-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

„თავდასხმის შედეგად დაიღუპა 139 ადამიანი, მათგან 75-ის იდენტიფიცირება მოხდა. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. დაღუპულთა იდენტიფიცირება ამ დრომდე გრძელდება“, – აღნიშნა ბასტრიკინმა.

მისივე თქმით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის ჭრილობები და დაზიანებები მიიღო 182-მა ადამიანმა.

შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი, შტორმი… – სინოპტიკოსების გაფრთხილება
Next post ანა ნაცვლიშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ის მზად არის გაწიროს ამ ქვეყნის მომავალი