მიხეილ ჩხენკელი: ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ირაკლი ღარიბაშვილის ლექციით გაიხსნება

Read Time:36 Second

ძალიან დიდი ქართული საქმე გაკეთდა, რაც საამაყოა ყველა ქართველისთვის. ეს ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა, როცა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ფუნქციონირებას იწყებს ქართველოლოგიის პროგრამა, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

განათლების მინისტრის ინფორმაციით, ეს საკითხი გადაწყდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით. „ძალიან დიდი იყო ინტერესი ამერიკაში და ზოგადად ჰარვარდში საქართველოს შესახებ და ამ პროექტს ხორცი შეესხა და 2022 წლის თებერვლიდან ეს პროექტი იწყებს ფუნქციონირებას“, – აღნიშნა ჩხენკელმა.

მისი თქმით, ქართველოლოგიის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა სიღრმისეულად გაეცნონ საქართველოს ისტორიას, კულტურას, ლიტერატურას, პოლიტიკას, ეკონომიკას, საერთაშორისო ურთიერთობებს. „ასევე ხაზი მინდა გავუსვა სამეცნიერო კვლევით კომპონენტს, რომელიც ამ პროგრამის ეგიდით წარიმართება, რაც საშუალებას მისცემს ამერიკელ და ქართველ მკვლევრებს ერთობლივი პროექტების განხორციელებით, საინტერესო შედეგები მიიღონ. პროგრამის ფარგლებში პირველ ლექციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი წაიკითხავს“, – აღნიშნა ჩხენკელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post განათლების მინისტრი: ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა ირაკლი ღარიბაშვილი კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში ლექციის წასაკითხად მიიწვია
Next post ირაკლი კობახიძე: NGO-ებს, რომლებიც 2019 წელს კატეგორიულად ითხოვდნენ ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის შენარჩუნებას, დღეს ნეგატიური რეკლამა აშფოთებთ, ეს არის ორმაგი სტანდარტი ირაკლი კობახიძე